Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი შენგელია![]()
Biographyკინორეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი გიორგი შენგელია დაიბადა 1960 წლის 11 მაისს, მოსკოვში. მამა - კინომხატვარი ლევან შენგელია, დედა - დუბლირების რეჟისორი ელენა ლუნინა. კინოკარიერა დაიწყო 1977 წელს, მუშაობდა დურგალ-დეკორატორად და განათების ტექნიკოსად კინოსტუდია „მოსფილმში“. მონაწილეობდა რამდენიმე საბჭოთა ფილმის შექმნაში, როგორებიცაა: "ჩვეულებრივი სასწაული", "ეკიპაჟი" და "სტალკერი"; რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ფილმებზე: „წითელი ზარები“ და „მკვდარი სულები“. 1983-1988 წლებში სწავლობდა ВГИК-ში, სარეჟისორო განყოფილებაზე (მარლენ ხუციევის სახელოსნო). გიორგი შენგელია ა.სურიკოვასთან ერთად ხელმძღვანელობდა კინორეჟისურის სახელოსნოს MITRO-ში (2016). ფილმოგრაფია“: რეჟისორი - „ჩვენი აგარაკი“ (1990); „ფულის გადამცვლელები“ (1992); „მოუსვენარი მშვილდოსანი“ (1993); „კლასიკოსი“ (1998); „მენაგვე“ (2001); „ერთი რეალური დღე“ (2022) და სხვ.; სცენარისტი: 1998 - „კლასიკოსი“; 2005 - „უკონტროლო მოსრიალება“; 2012 - „სუფთა გამარჯვება“; 2023 - „სამბოს ლეგენდა“; პროდიუსერი: 2005 - „უკონტროლო მოსრიალება“(აღმასრულებელი პროდიუსერი); 2022 – „ერთი რეალური დღე“; გიორგი შენგელია არის რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსი «НИКА», საერთაშორისო და სამამულო კინოფესტივალების ლაურეატი: ფილმი „ფულის შემცვლელები“ («Менялы») - „ჩაპლინის ოქროს ხელჯოხი“ (1992, შვეიცარია); VI საერთაშორისო სატელევიზიო და კინოფორუმი „ერთად“ (2005) – „საუკეთესო რეჟისორის“ პრიზი ფილმისთვის „უკონტროლო მოსრიალება“ („Неуправляемый занос“). წყარო: https://kinobraz.ru/ шенгелия-георгий-леванович/ https://ru.wikipedia.org/wiki//Шенгелия,_Георгий_Леванович
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |