The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლევან შენგელია

ლევან შენგელია
Date of birth:1 December, 1921
Date of death:12 September, 2009  (at 87 years)
Burial location:ტროეკუროვოს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Painter, Filmmaker

Biography

კინომხატვარი და კინორეჟისორი ლევან ალექსანდრეს ძე შენგელია დაიბადა 1921 წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში.

თბილისში დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი (1940), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე.

მონაწილეობდა  მეორე მსოფლიო ომში.

1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის (ВГИК) სამხატვრო ფაკულტეტი (ი. ა. შპინელის სახელოსნო). ამავე წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "მოსფილმში".

ფილმოგრაფია: 1951 – „ტარას შევჩენკო“; 1953 – „ადმირალი უშაკოვი“; „გემები უტევენ ბასტიონებს“; 1954 – „ჭრიჭინა“; 1955 – „ცხოვრების გაკვეთილი“; 1956 – „პოეტი“; 1961 – „ალისფერი იალქნები“; 1998 – „კლასიკოსი“ და სხვ.;

როგორც რეჟისორმა გადაიღო ორი საბავშვო ფილმი: „კაპრონის ქსელები“ (1962, გენადი პოლოკასთან ერთად) და „გოგონა ბურთზე“ (1966, გ. ნ. კომაროვსკისთან ერთად);

საპატიო წოდებები: რსფსრ დამსახურებული მხატვარი (1974); რსფსრ სახალხო მხატვარი (1991);

ჯილდოები: პირველი ხარისხის სტალინური პრემია (1952) - ფილმისთვის "ტარას შევჩენკო"; სსრკ სახელმწიფო პრემია (1977) - ფილმისთვის "მისტერ მაკკინლის გაქცევა" რსფსრ ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემია (1981) - ფილმისთვის "შემოდგომის მარათონი";

დაქორწინებული იყო ელენა ლუნინაზე, რომელთანაც ჰყავს ვაჟი - გიორგი შენგელია, პროფესიით კინორეჟისორი და პროდიუსერი.

ლევან შენგელია გარდაიცვალა 2009 წლის 12 სექტემბერს, მოსკოვში. დაკრძალეს ტროეკუროვოს სასაფლაოზე.

წყარო: 

https://geonecropol.ge/levan-shengelia/

https://ru.wikipedia.org/wiki/Шенгелия,_Леван_Александрович


Share: