The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მოშე მირილაშვილი

მოშე მირილაშვილი
Other name:მიშიკო
მიხეილ
Date of birth:1 October, 1942
Date of death:10 April, 2009  (at 66 years)
Burial location:ქ. ლოდის ახალი სასაფლაო, ისრაელი
Category:Businessmen

Biography

მოშე (მიხეილ. მიშიკო) მირილაშვილი დაიბადა 1942 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში,  დაბა კულაშში (სამტრედიის რ-ნი). იქვე 1957 წელს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა.

მ. მირილაშვილი გახლავთ თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სპეციალობით - ტექსტილის ტექნოლოგი.

შრომითი მოღვაწეობა დაიწყო 1959 წელს კულაშის აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკაში მუშად.

ამ პერიოდში ფაბრიკის დირექტორი იყო მისი მამა - გაბრიელ მირილაშვილი (გარდაიცვალა - 1961 წელს).

ფაბრიკაში მიხეილმა გაიარა გზა უბრალო მუშიდან  დირექტორობამდე - მუშა, ცვლის უფროსი, მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე, დირექტორი.

ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1993 წლამდე. ამ პერიოდში ფაბრიკა წარმატებით ასრულებდა გეგმებს და დავალებებს, რისთვისაც არაერთხელ იყო დაჯილდოებული მთავრობის მედლებით, პრემიებითა და ფასიანი საჩუქრებით.
1994 წლიდან მ. მირილაშვილი გადავიდა სამუშაოდ სანკტ-პეტერბურგში ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ფირმა "სოვეტნიკ"-ის ვიცე-პრეზიდენტად და ფირმა "კაცუს"-ის ვიცე-პრეზიდენტად.

1990-იანების ბოლოს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში.ჰყავს სამი შვილი.

მ. მირილაშვილი გახლავთ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის (სემკ-ის) დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი. 2003 წლის 28 იანვარს იერუსალიმში გამართულ ქართველ ებრაელთა დიდ საერთაშორისო ფორუმზე, იგი ერთხმად იქნა არჩეული საქართველოს ებრაელთა კონგრესის პირველ პრეზიდენტად.

კონგრესის მეთაურობის წლებში კიდევ უფრო გაფართოვდა და გაიზარდა მიხეილ მირილაშვილის ინტერესთა სფერო, მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის არეალი.

მისთვის მთავარი პრიორიტეტი გახდა თემის სულიერი ცხოვრების აღორძინება, ერთგულება და განუხრელი დაცვა იმ ტრადიციებისა, ცხოვრების იმ წესისა, რაც საქართველოს ებრაელობამ ასე პირნათლად და შეუბღალავად გამოატარა თავისი 26 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე.

ამასთან ერთად, მ. მირილაშვილს ყურადღების გარეშე არ რჩებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მხარეებიც - ებრაული განათლება იქნებოდა ეს თუ კულტურა, მედიცინა თუ სპორტი.

ყოველივე ამან კონგრესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განფენილი ქართველი ებრაელების შემაკავშირებელ და გამაერთიანებელ სტრუქტურად წარმოაჩინა, მისი პრეზიდენტი კი თემის საყვარელ და აღიარებულ ლიდერად.

მოშე მირილაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა 2009 წლის 10 აპრილს, ისრაელის ქალაქ ეილათში. დაკრძალულია ქ. ლოდის ახალ სასაფლაოზე, ქართველ ებრაელთა დიდი რაბის ხახამ რაფაელ ელაშვილის გვერდით, რომელიც, აგრეთვე,  მისი სულიერი წინამძღვარი იყო.

წყარო:

http://www.georgianjews.org/stat.php?id=27&lang=gr&PHPSESSID=

https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/126419/1/Menora_2009_N8.pdf


Share: