| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გრიგორ მიქელაძე![]()
Biographyგრიგორ (გრიგორი) მიქელაძე უძველესი ქართული არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელია. წარმოშობით იყო კულაშიდან (ქუთაისის მაზრა). მამა -სიმონ კონსტანტინეს ძე მიქელაძე (1858–1905), დედა - მარიამ (მაკა) ივლიანეს ასული ერისთავი. მათ 8 შვილი ჰყავდათ - 5 ქალი და სამი ვაჟი. გრიგორ მიქელაძე 1898 წელს დაიბადა. განათლებით სამხედრო იყო.დამთავრებული ჰქონდა თბილისის საიმპერატორო-საკავალერიო სკოლა. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი ძმა, კონსტანტინე, ქურთმა ბოევიკებმა ირანის ჯარში მსახურობისას მოკლეს, რუსეთიდან ემიგრაციაში წავიდა ირანში, სავარაუდოდ შურის საძიებლად. გრიგორ მიქელაძე ირანის არმიაში ჩარიცხეს, შეუნარჩუნეს რუსეთის ჯარში მინიჭებული უფროსი ლეიტენანტის წოდება და მიავლინეს თავრიზში აზერბაიჯანის მთავრობის მოწინააღმდეგე ქურთებთან საბრძოლველად (1918-1922 წწ.). 1930 წელს, რეზა-შაჰ ფეჰლევის ბრძანებითა და ელჩის, ჰასან არფას (Hasan Arfa) თხოვნით, თავადი გრიგორ მიქელაძე თავრიზიდან თეირანში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე წელი მსახურობდა ფეჰლევის გვარდიის პოლკის საკავალერიო ქვედანაყოფში (Pahlavi Guards Cavalry Regiment). შემდეგ იგი დაინიშნა ჰამლეჰის პოლკის მეთაურად მეჰრაბადში (Hamleh Regiment at Mehrabad ). ირანის ჯარში მსახურობისას გრიგორ მიქელაძემ სამხედრო კარიერაში წინ წაიწია და პოლკოვნიკის წოდება დაიმსახურა, რაც ძალიან მაღალი წოდება იყო ქრისტიანისთვის ირანის არმიაში. 1941 წლის 17 სექტემბერს საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარებმა გადაკვეთეს საზღვარი და დაიკავეს ირანი. გრ. მიქელაძე, ჰასან არფას თხოვნითა და რეზა ფეჰლევის მხარდაჭერით, გადაიყვანეს ისპაჰანში, რამეთუ ირანის ლიდერები მაღალ შეფასებას აძლევდნენ მის დამსახურებას ქვეყნის წინაშე და ეშინოდათ, რომ პოლკოვნიკს საბჭოთა ხელისუფლება დააპატიმრებდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გრიგორ მიქელაძემ ირანში განაგრძო ცხოვრება.1951 წელს ირანის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა ჰუსეინ ალამ (Hosein Alā), რომელმაც პოლკოვნიკს შესთავაზა გზებისა და კავშირგაბმულობის მინისტრის თანამდებობა. ამ პოსტის დაკავება მას ჰასან არფამაც სთხოვა. საბოლოოდ გრიგორ მიქელაძემ დატოვა არმია და სამოქალაქო საქმიანობას შეუდგა. თავადი გრიგორ მიქელაძე დაქორწინებული იყო ქართველ ქალზე, სახელად ელენე (Yelena (Lola) KhanPira, 1900—1932). მათ შეეძინათ ოთხი ქალიშვილი: ირინე (Irina Mikeladze, Pariani , 1925—1987); მოორა (Moora Mikeladze, Parsa ,1927—2008); ეია (Eya Mikeladze, Toossi , 1929—?) და ეთერი (Etery Mikeladze, Shartooni , 1920—1957). გრიგორ მიქელაძე 1955 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით. დაკრძალეს სრული სამხედრო პატივით. მისი საფლავი მდებარეობს თეირანში, დულაბის სასაფლაოზე (Doulab Cemetery ), სადაც მისი მეუღლეც არის დაკრძალული. წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Микеладзе,_Григорий_Семёнович
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

