The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ პაპავა

მიხეილ პაპავა
Date of birth:6 November, 1906
Date of death:27 January, 1975  (at 68 years)
Burial location:დონის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Playwright

Biography

სცენარისტი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი მიხეილ გრიგორის ძე პაპავა დაიბადა 1906 წლის 6 ნოემბერს, ხარკოვში (უკრაინა).

1931 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი, ეთნოგრაფიის განყოფილება;

1938 წელს - კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სასცენარო აკადემია;

ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო, როგორც ესეისტმა.  მისი ნარკვევები 1930 წლიდან ქვეყნდებოდა პრესაში;

1938 წლიდან მუშაობდა რედაქტორად კინემატოგრაფიის კომიტეტსა და კინოსტუდია „მოსფილმში“;

1960-1962 წლებში კითხულობდა ლექციებს კინოდრამატურგიაში;

მიხეილ პაპავა იყო უმაღლესი სასცენარო კურსების მიმღები კომისიის წევრი, ВГИК-ის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის სასცენარო განყოფილების თავმჯდომარე და ჟურნალ „искусство кино“ -ს სარედაქციო კოლეგიის წევრი;

მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია მხატვრული და ანიმაციური ფილმები: „კატის სახლი“ (მულტფილმი, 1938),  „მშობლიური მინდვრები“ (1945), „აკადემიკოსი ივან პავლოვი“ (1949), „შორს მოსკოვიდან“ (1950), „კაშტანკა“ (1952), „სიმაღლე“ (1957), „ივანეს ბავშვობა“ (1962), „ერთ პლანეტაზე“ (1966), მე მისი საცოლე ვარ“ (1969) და სხვ.;

1950 წელს მიანიჭეს პირველი ხარისხის სტალინური პრემია (სცენარი ფილმისთვის „აკადემიკოსი ივან პავლოვი“).

დაჯილდოებული იყო 3 ორდენითა და მედლებით.

მიხეილ პაპავა გარდაიცვალა 1975 წლის 27 იანვარს, მოსკოვში. დაკრძალეს იქვე, დონის სასაფლაოზე.

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/Папава,_Михаил_Григорьевич

https://www.booksite.ru/fulltext/1/001/008/086/708.htm


Share: