The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ბექა ბედიანა

ბექა ბედიანა
ოფიციალური სახელი:ბექა ბედიანაშვილი
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1990  (35 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი ბექა ბედიანა (ბედიანაშვილი) დაიბადა 1990 წლის 9 აგვისტოს, საქართველოში, ქალაქ რუსთავში. მისი მამა, ჯიმშერ ბედიანაშვილი, არის პოეტი და  ჟურნალისტი, ხოლო დედა - ინჟინერი გახლავთ, მოსკოვში სწავლობდა მანქანათმშენებლობას. ბექას ჰყავს უფროსი და.

1990-იანი წლების დასაწყისში ჯიმშერ ბედიანაშვილი აფხაზეთთან მიმდინარე ომის დროს კორესპონდენტად მუშაობდა.

საქართველოში მიმდინარე შიდა კონფლიქტების, სამოქალაქო ომისა და სხვა ფაქტორების გამო 1996 წელს ოჯახი გერმანიაში გაემგზავრა. ბექა მაშინ ხუთი წლის იყო.  საშუალო განათლება მიიღო გერმანიის ქალაქ  ოერლინგჰაუსენში. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ნიკლას ლუმანის გიმნაზიაში, შემდეგ კი დაასრულა პროფესიული ბაკალავრიატი ლემგოში, Lüttfeld Berufskolleg-ში.

2011 წელს ბექა ბედიანა გადავიდა კიოლნში, სადაც ოთხწლიანი სამსახიობო კურსი დაასრულა არტუროს (Arturo Schauspielschule) სამსახიობო სკოლაში.

არის გერმანიის მსახიობთა ასოციაციის წევრი.

2019 წლის იანვრიდან ქორწინებაშია.

2019 წლიდან 2022 წლამდე ბექა ბედიანა იყო Springmaus-ის, გერმანიის ყველაზე დიდი იმპროვიზაციული თეატრის ანსამბლის მუდმივი წევრი. 2022 წლის სექტემბრიდან გადავიდა კიოლნის თეატრ სკალაში.

ბექა, ასევე, მუშაობს ლექტორად კიოლნის კინომსახიობთა სკოლაში და  თეატრალურ სასწავლებელში (Theaterakademie Cologne). დროდადრო თამაშობს გერმანიის სხვადასხვა პროდუქციის სერიალსა თუ ფილმში.

2021 წლიდან 2023 წლამდე ბექა ბედიანა იყო კიოლნის საშემსრულებლო ხელოვნების ასოციაციის გამგეობის  შემადგენლობაში.

2023 წლიდან ის შედის მსახიობთა ფედერალური ასოციაციის საბჭოში, სადაც პასუხისმგებელია მარკეტინგის, მენტორობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის საკითხებზე.

ფილმოგრაფია:

2012: Soko Köln;

2012: Alarm für Cobra 11 – Die Autobahnpolizei;

2013: Unter Uns (ჩვენ შორის);

2014: Verbotene Liebe (აკრძალული სიყვარული);

2015: Die Reiskornlegende;

2015: Der Zeichner ;

2016: Deutsche Welle - Nico's Weg (ნიკოს გზა - საგანმანათლებლო ფილმი - სერია);

2016: Rubrum;

2017: DSV - Erfolgreich durch die Ausbildung (საგანმანათლებლო ფილმი);

2019: Merz gegen Merz (მერცი მერცის წინააღმდეგ);

2021: Nasdrovia;

2024: The Tattooist of Auschwitz (ოსვენციმის ტატუისტი. მინისერიალი);

2024: Lady Love (HBO Max) და სხვა.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ბექა ბედიანა

https://de.wikipedia.org/wiki/Beka_Bediana


გააზიარე: