| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
იური დადიანი![]()
ბიოგრაფიადირიჟორი და კომპოზიტორი იური ოლეგის ძე დადიანი დაიბადა 1949 წლის 1 მარტს, ქ. თბილისში. განათლება: 1964 წელს დაამთავრა თბილისის N3 მუსიკალური სკოლა. პედაგოგი: მ. ძიძიშვილი (ვიოლინო); 1968 წელს - თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი (გუნდის დირიჟორი); 1971 წელს - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პედაგოგი: მ. ჩიკაშუა (გუნდის დირიჟორი); 1974 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა. პედაგოგი ვ. ფალიაშვილი (გუნდის დირიჟორი); 1976-1977 წწ. - სტაჟირება გაიარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგ ო. დიმიტრიადისთან (საოპერო და სიმფონიური დირიჟორობა); 1979 წელს იმავე პედაგოგთან დაამთავრა ასპირანტურა; 1970 წელს ჩამოაყალიბა სტუდენტური ანსამბლი "ქორალი"; 1970-1977 წწ. იყო საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის დირიჟორი; 1975-1980 და 1985-1987 წწ. - თბილისის სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლების გუნდის ხელმძღვანელი; 1977-1981 წწ.- საქართველოს უსინათლოთა საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1980-1983 წწ. - საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1980-1986 წწ. - თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგი (დირიჟორობა); 1983-1991 წწ. - თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის დირიჟორი; 1990 წელს ჩამოაყალიბა კამერული ორკესტრი, 1992 წელს - კამერული ორკესტრი "მერანი"; 1992-1993 წწ. - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი; 1993 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში; 1994 წლიდან - გერმანიის მუსიკალური აკადემია GEMA-ს წევრი; არის 200-მდე ნაწარმოების ავტორი; თანამშრომლობს 15 გამომცემლობასთან; ამჟამად ხელმძღვანელობს რამდენიმე გუნდს; რეპერტუარი: ქართული - მუსიკალური კომედიები, ოპერეტები, მიუზიკლები - შ. მილორავა "დედისერთა ჯარში მიდის" (პრემიერა, 1974), "პაემანი ცაში" (პრემიერა, 1975), "ჩანჩურა" (პრემიერა, 1976), "სათაგური" (პრემიერა,1976); მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები" (პრემიერა, 1975); ს. ცინცაძე "შვეიკ, შვეიკ, შვეიკ" (1976); გ. ცაბაძე "მეტეხის ჩრდილში" (პრემიერა, 1984) და სხვ.; ოპერები: რ. ლაღიძე "ლელა" (პრემიერა, 1975); ი. ბობოხიძე "ბურატინო" (1977); კანტატა-ორატორია: ა. შავერზაშვილი „კრემლის მზე“ (1972); გუნდები a cappella, მათ შორის: მ. მშველიძე - 5 გუნდი ა. კალანდაძისა და ი. არაბულის ლექსებზე (პირველი შესრულება, 1977); დ. ჩხეიძე - „ქალიშვილი“ ი. ნონეშვილის ლექსზე (პირველი შესრულება, 1974) და სხვა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 134
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

