The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი სერგოს ძე დემუროვი

გიორგი სერგოს ძე დემუროვი
Date of birth:13 November, 1940
Date of death:30 April, 2023  (at 82 years)
Category:Actor/Actress

Biography

თეატრის და კინოს მსახიობი გიორგი სერგოს ძე დემუროვი დაიბადა 1940 წლის 13 ნოემბერს, თბილისში.

დაამთავრა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სტუდია, მოგვიანებით, ქ. გორკის (ახლანდელი ნიჟნი-ნოვგოროდი) თეატრალური სასწავლებელი (1966).

1959-1961 წლებში მუშაობდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში, ხოლო 1965 წლიდან მ. გორკის სახელობის ქ. ნიჟნი ნოვგოროდის  აკადემიურ დრამატულ თეატრში, სადაც განსახიერებული აქვს 150-მდე როლი. 1964-2012 წლებში იყო ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ხანგრძლივი თეატრალური კარიერის მანძილზე მიღებული აქვს მრავალი ჯილო. მათ შორის: რსფსრ-ის დამსახურებული არტისტი (1983); რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1996); ნიჟნი ნოვგოროდის პრემიის ლაურეატი (2002, 2011); .ე.ა. ევსტიგნეევის სახელობის II ფესტივალ-კონკურსის ლაურეატი (საუკეთესო მსახიობი კაცის როლი - პრინცი ვალკოვსკი, "პეტერბურგული რომანი"); მფლობელი ნ.ი. სობოლშჩიკოვა-სამარინას სახელობის ჯილდოსა  და ნ.რიბაკოვის სახელობის პრიზისა - „რუსეთის მსახიობი“ და სხვ; 2013 წელს გადასცეს სამკერდე ნიშანი „თეატრისადმი ერთგულებისა და თავდადებისთვის“;

მოღვაწეობდა კინოშიც. გადაღებულია  ფილმებში: 1961 - გზა (ბენიკი, მთავარი როლი);

1970 - ყელსაბამი ჩემი სერმინაზისთვის (ფილმ-სპექტაკლი); 1971 - მარტო, ანგელოზების გარეშე (ფილმ-სპექტაკლი), კოსტია; 2004 - კონვოი PQ-17 (სტალინი); მე-7, მე-8 სერია და სხვ.;

გარდაიცვალა 2013 წლის 30 აპრილს, ნიჟნი-ნოვგოროდში.

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/Демуров,_Георгий_Сергеевич


Share: