| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ავთანდილ ბარამიძე![]()
Biographyსპორტის ოსტატი ავთანდილ მიხეილის ძე ბარამიძე დაიბადა 1957 წლის 2 ივნისს, ქ. ბათუმში. მოღვაწეობა გააგრძელა რუსეთში. მინიჭებული ჰქონდა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლობდა როცა მოხვდა ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ სკოლაში. სწორედ მათთან კონტაქტის შემდეგ გადაწყვიტა დახმარებოდა მათ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში. ავთანდილ ბარამიძე იყო რუსეთში ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ფეხბურთის (7×7) შემქმნელი და რუსეთის ფეხბურთის პარაოლიმპიური ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1996-2022). გუნდში თამაშობენ სპორტსმენები ბავშვთა ცერებრალური დამბლის დიაგნოზით. მისი ხელმძღვანელობით რუსეთის პარაოლიმპიურმა ნაკრებმა ფეხბურთში ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები (2000, 2012); ორჯერ გახდა ვერცხლის (1996, 2008) და ერთხელ ბრინჯაოს (2004) მედლის მფლობელი, ასევე, მოიგო ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი (2007, 2011, 2015) და ერთი ევროპის (2018) ჩემპიონატი; მოპოვებული აქვს: მსოფლიო თასი (1997); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი (2003) და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი (2006) და ბრინჯაო (2014); ავთანდილ ბარამიძე იყო რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი, რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ცერებრალური დამბლით დაავადებულთა სრულიად რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. დაჯილდოებული გახლდათ: „მეგობრობის ორდენითა (2010) და „ღირსების ორდენით“ (2013), ხოლო ორჯერ აღიარეს რუსეთის ფედერაციის საუკეთესო მწვრთნელად (2011, 2015); სპორტის ამავე სახეობაში საქმიანობდა მისი ძმა, მერაბ ბარამიძეც, რომელიც 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ცერებრალური დამბლით დაავადებულთა რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიას“ პრეზიდენტი ქალაქ ტიხვინში (ლენინგრადის ოლქი). ავთანდილ ბარამიძე გარდაიცვალა ინფარქტით 2022 წლის 27 სექტემბერს, ქ. სოჭში (კრასნოდარის მხარე). დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფლაოზე, სპორტსმენების ხეივანში. 2023 წლის 12 ივნისს ქ. ძერჟინსკში, სტადიონზე «Капролактамовец», სპორტსმენების ხეივანში გაიხსნა ავთანდილ ბარამიძის სკულპტურა.
წყარო: ჩვენი საზღვარგარეთელი თანამემამულე // იმედი +. - თბ., 2009. - თებერვალი. - N2. - გვ.9 https://ru.wikipedia.org/wiki/Барамидзе,_Автандил_Михайлович https://dzen.ru/a/ZIhrMM5tF0eVZxrF https://rcpff.ru/?p=8520
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

