| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დიმიტრი დეკანოზიშვილი![]()
ბიოგრაფიათავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულ დიმიტრი (დიმა) დეკანოზიშვილს უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე (2017) შემოთავაზება ჰქონდა გერმანიის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტისგან, მათ შორის: Free University of Berlin, Goethe University Frankfurt, University of Cologne. საბოლოოდ, მან Free University of Berlin აარჩია და სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე M. Sc. in Management and Marketing გააგრძელა. დიმიტრი მეორე კურსიდან თავისუფალი უნივერსიტეტის დამთავრებამდე მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში, პროდუქტების განვითარების დეპარტამენტში, რამაც საშუალება მისცა დაეგროვებინა საკმარისი ფინანსები გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. სწავლის დასაფინანსებლად დიმიტრიმ ასევე მოიპოვა გერმანიაში Schmalenbach-ის სტიპენდია და ბერლინში ჩასვლისთანავე დასაქმდა ევროპის წამყვან ბიზნეს სკოლაში - ESCP Europe Berlin Campus. პირველი წლის წარმატებით დასრულების შემდეგ, დიმიტრიმ მესამე სემესტრის გავლა პარიზში, Financial Times-ის რეიტინგით ევროპის მე-2 ბიზნეს სკოლაში - HEC Paris-ში გადაწყვიტა, სადაც მას სწავლა Erasmus-მა დაუფინანსა. სემესტრის დასრულების შემდეგ, იგი Free University of Berlin-ში დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო სამაგისტრო ნაშრომზე. დიმიტრი დეკანოზიშვილი 2018 წლიდან თანამშრომლობს გერმანული ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Smava-სთან. ამ კომპანიაში ის პარიზსა და ბერლინში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მოხვდა, როდესაც მეგობრებთან ერთად, ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრის შესწავლა და განხილვა დაიწყო. როგორც თავად ამბობს, იგი ეძებდა კომპანიას, რომელიც ინდუსტრიაზე სწრაფად ვითარდებოდა, ფუნდამენტურად ცვლიდა მომხმარებლის ქცევას და ამავდროულად, ბერლინში ჰქონდა მთავარი ოფისი. 2019 წლის ზაფხულში მარკეტინგისა და მენეჯმენტის სპეციალისტი დიმიტრი დეკანოზიშვილი კომპანია Smava-ს სტრატეგიული და კორპორაციული განვითარების სინიორ მენეჯერად დაინიშნა. Smava ყოველწლიურად, მომხმარებელს 2 მლრდ ევროზე მეტი სესხის აღების საშუალებას აძლევს. ამავდროულად, კომპანიას, ყოველწლიურად, 80%-იანი ზრდა აქვს. პლატფორმაზე მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ შეადარონ და იქვე აიღონ გერმანიაში არსებული ყველა ძირითადი ბანკის სამომხმარებლო სესხი. დიმიტრი, ახალ პოზიციაზე, კომპანიის სწრაფი ზრდისთვის შესაბამისი სტრატეგიული ინიციატივების წამოწევაზე და ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობს. “ახალი პოზიცია საშუალებას მაძლევს, აქტიურად და დამოუკიდებლად ვიმუშავო კომპანიის ახალი ბიზნეს მიმართულებების შექმნაზე, სხვადასხვა მოთამაშეებთან აქტიურ კოოპერაციასა და არსებული სტრუქტურების გაუმჯობესებაზე. ყოველდღიური მუშაობისას, განსაკუთრებით, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში შეძენილი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი მეხმარება,” – ამბობს ახალგაზრდა სპეციალისტი. დიმიტრი დეკანოზიშვილი ცდილობს ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით შეძენილი თავისი გამოცდლება ქართველ მსმენელსაც გაუზიაროს. 2023 წლის 22 იანვარს მან ონლაინ ლექცია წაიკითხა ბერლინიდან სატელევიზიო არხ „მთავარზე“, რომელშიც მიმოიხილა - თუ როგორია ქართული სტარტაპების შესაძლებლობები და გამოწვევები გლობალურ ბაზარზე. წყარო: https://www.marketer.ge/dekanozishvili-smava-strategic-development/ https://www.facebook.com/FreeUni/posts/10155833301097700/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

