| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
დადა დადიანი![]()
Biographyმუსიკოსი, პროდიუსერი, ქართული ალტენატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი დადა დადიანი დაიბადა 1966 წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში. მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა, თუმცა მუსიკოსი ოჯახში არავინ ჰყავდა. მუსიკალური სასწავლებელი არ დაუმთავრებია. თვითნასწავლი მუსიკოსი გახლდათ და მუსიკასთან ერთად სიმღერების ტექსტსაც თავად წერდა. „მუსიკა ჩემს ცხოვრებაში იყო პირველი არჩევანი ადრეული ბავშვობიდანვე. 5-6 წლის ასაკში მქონდა მაგნიტოფონი და ვუსმენდი პოპულარულ მუსიკას. რაც შეეხება შთაგონებას, ალბათ ყველაზე დიდი გავლენა The Beatles-მა იქონია, რომლის ალბომებიც ასევე ადრეული ასაკიდან მქონდა", - ამბობდა დადა დადიანი. ქართულ მუსიკალურ სცენაზე 1980-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდა. მან ჩამოაყალიბა ალტერნატიული როკ-ჯგუფი „ტაქსი”, რომლის ფარგლებშიც 1988 წელს ჯგუფის სადებიუტო და ერთადერთი ალბომი გამოიცა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ბიჭიკო ოსიპოვი, ირინა ხორავა, კახა კიკაბიძე და დადა დადიანი (ვოკალისტი, გიტარისტი). „ტაქსის“ სადებიუტო ალბომი არის პირველი კონცეპტუალური ნამუშევარი თანამედროვე ქართულ მუსიკაში. იმ დროს დადას უკვე ჰქონდა Kawai-ს ფირმის დრამ მანქანა, რომელიც დედამ, რომელიც ინგლისური ენის სპეცისლისტი გახლდათ, ლონდონიდან ჩამოუტანა. დრამის რითმულმა ჟღერადობამ, შეიძლება ითქვას, საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი მუსიკალური ორიენტაცია. 1992 წელს დადამ შექმნა ახალი პროექტი „Children’s Medicine“ („საბავშვო მედიცინა”), რომელშიც მისი და ზემოთ ნახსენები დრამ მანქანის გარდა, ირაკლი ჩარკვიანი (კლავიშები, ბექ ვოკალი) და „რეცეპტის“ ბასისტი კახა გუგუშვილი (იგივე ჯოზეფა) გაერთიანდნენ. ეს ძირითადად ინგლისურენოვანი პროექტი იყო, თუმცა გვხვდება ქართულენოვანი სიმღერებიც. აქ უკვე იგრძნობა მუსიკაზე, ბგერაზე, ხმაზე მუშაობა, ბევრი ელექტრონიკაც იყო. 1993 წლის ბოლოს მუსიკოსმა საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. წასვლამდე მან ჩაწერა პროექტი „Georgian Dance Empire“ („ქართული ცეკვის იმპერია“) ბიბი კვაჭაძესთან, სერგი გვარჯალაძესთან, გოგი ჭილაშვილთან, კახა გუგუშვილთან და ხათუნა მანაგაძესთან (რომელიც მისი მეუღლე გახლდათ) ერთად. ექსპერიმენტული და ინოვაციური პროექტი აერთიანებდა ქართულ ფოლკლორსა და დასავლური ელექტრონული მუსიკის ელემენტებს. ეს იყო იუმორით გაჯერებული ჯგუფი, რომელიც ქალაქური მუსიკისა და ფოლკლორის ზეგავლენით შექმნილ საცეკვაო სიმღერებს ასრულებდა. დადა დადიანი 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ლონდონში. ქმნიდა მუსიკას, რომელშიც ერთიანდებოდა ნიუ ვეივის, ფოლკლორის, ჰიპ-ჰოპისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მისმა გუნდმა იმუშავა 500-ზე მეტ არტისტთან, ზოგთან ერთი სიმღერა გააკეთეს, ზოგთან ორი. ამ პროექტში დადა მუსიკასაც წერდა და თან პროდიუსერც იყო. მუსიკოსი სამშობლოში 2020 წელს დაბრუნდა. დადა დადიანი გარდაიცვალა თბილისში, 2025 წლის 18 ივნისს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/დადა_დადიანი https://tabula.ge/ge/news/574279-dada-dadiani
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

