| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ავთანდილ აშვეთია![]()
ბიოგრაფიაფერმწერი ავთანდილ აშვეთია დაიბადა 1960 წლის 17 დეკემბერს ქ. ქუთაისში. აქვე მიიღო პირველადი სახელოვნებო განათლება. 1977 წელს დაამთავრა ქუთაისის მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, რის შემდეგაც გაემგზავრა ლატვიაში და ჩააბარა რიგის სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე. 1984 წელს მუშაობდა ლატვიის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმში. 1985 წელს ჩაირიცხა რიგის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორატიული ფერწერის ფაკულტეტზე. მე-3 კურსიდან გადავიდა მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე. სწავლობდა პროფესორებთან: ი. ზარინში, ა. ნაუმოვი და უ. დანილევსკისი. სამხატვრო აკადემია მაგისტრის ხარისხით დაამთავრა 1992 წელს. მუშაობდა მონუმენტურ და დაზგურ ფერწერაში. 1995 წელს გახდა ლატვიის მხატვართა კავშირის წევრი. ხელოვნების კრიტიკოსთა აზრით ავთანდილ აშვეთიას ფერწერას ერთნაირი წარმატებით შეიძლება ეწოდოს - მაგიური რეალიზმი და აბსტრაქტული იმპრესიონიზმი. ის არის ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტური პოეზიის ფერწერული ვარიაციების ავტორი. მისი ნამუშევრები ინახება ლატვიის, ევროპისა და აშშ-ს კერძო კოლექციებში. ავთანდილ აშვეთია 20 წელი ცხოვრობდა რუსეთში, სადაც პუგაჩოვას, გალკინის, იუდაშკინის, ლუჟკოვის და სხვა ცნობილი ადამიანების სახლები გააფორმა (მოხატა). წყარო: https://www.artmajeur.com/avtandil-ashvetija/ru#presentation https://www.freecity.lv/kultura/53069/ Ashvetia Avtandil. Catalogue Personālizstāde =ავთანდილ აშვეთია: პერსონალური გამოფენა მიძღვნილი საქართველოსა და ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი / ტექსტის ავტორი: ეთერ შავგულიძე. – [ად.არ., 2018] ავთანდილ აშვეთია = Avtandil Ashvetia : პერსონალური გამოფენა. - თბილისი, 2020
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

