| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
იური სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიაკინოოპერატორი იური ვარლამის ძე სხირტლაძე დაიბადა 1928 წლის 25 დეკემბერს, მოსკოვში. 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) კინოსაოპერატორო ფაკულტეტი; იყო სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი; 1959 წლიდან მუშაობდა რუსეთში, დამოუკიდებლად ან სხვა ოპერატორთან ერთად. მისი პირველი ნამუშევარი იყო „თოვლის ზღაპარი“ (რეჟისორი: ალექსეი სახაროვი); მისი საუკეთესო ფილმებია: „Спорт, спорт, спорт“ (1970); „Совесть“ (1974) ხუთსერიანი სატელევიზიო ფილმი; „Красавец-мужчина“ (1978); „Прощание“ (1981); „Кража“ (1982); „Дети солнца“ (1985); „Я тебя ненавижу“ (1986); „СЭР“(«Свобода — это рай») (1989) და სხვ.; 1977 წელს, ოპერატორ ლომერ ახვლედიანთან ერთად იმუშავა რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმზე - „სამანიშვილის დედინაცვალი“; იური სხირტლაძე გარდაიცვალა მოსკოვში, 1989 წლის 19 თებერვალს. დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე. წყარო: https://www.kinopoisk.ru/name/313437/?utm_referrer=www.google.com https://bozaboza.ru/people/shirtladze-yurij-varlamovich-1928-1989/ https://www.km.ru/kino/encyclopedia/skhirtladze-yurii
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

