The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი ხიზანიშვილი

ირაკლი ხიზანიშვილი
Date of birth:31 July, 1940  (85 years)
Category:Actor/Actress

Biography

მსახიობი ირაკლი ივანეს ძე ხიზანიშვილი დაიბადა 1940 წლის 31 ივლისს.

სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე;

1965 წელს დაამთავრა ვგიკ-ის (კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი) სადადგმო ფაკულტეტეტის სამსახიობო განყოფილება (ბორის ბაბოჩკინის სახელოსნო);

 სადებიუტო როლი შეასრულა აზერბაიჯანულ ფილმში „რომეო, ჩემი მეზობელი“ (1964);

1965-1973 წლებში მუშაობდა  მოსკოვის კინომსახიობთა თეატრ-სტუდიაში;

მონაწილეობდა ფილმებში: „წითელი კარავი“ (1970); „რობიზონ კრუზოს ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი“ (1972); მინი ტელესერიალი „თუში მეცხვარე“ (1978); „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (1980); „ძნელი დასაწყისი“ (1981); „დღეს ღამე უთენებია“ (1983); „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ (1984); „ვირთხა“ (1991) და სხვ.;

არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი;

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980);

1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_ხიზანიშვილი 

კერესელიძე მარინა. ქართული კინო, 1896-2011: ენციკლოპედიური ლექსიკონი.- თბილისი, 2011.- გვ. 222


Share: