The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ასლან ცივაძე

ასლან ცივაძე
Date of birth:20 January, 1943  (83 years)
Category:Chemist

Biography

ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ასლან იუსუფის ძე ცივაძე დაიბადა 1943 წლის 20 იანვარს, ქ. ბათუმში.

1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნილოგიის ფაკულტეტი;

1965-1966 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1966-1970 წლებში - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი;

1970 წლიდან - მოსკოვის ოპტიკურ-ფიზიკურ განზომილებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, 1970-1974 წლებში - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

1970 წელს დაიცვა საკანდიდატო , ხოლო 1978 წელს სადოქტორო დისერტაცია - თემაზე: „ლითონ-ამიდოკომპლექსების სპექტროქიმია“ ;

1975-1983 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1983-1985 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიურ კვლევათა სექტორის გამგე;

1982 წლიდან - თავისივე ჩამოყალიბებული ტუტე და იშვიათი ლითონების კოორდინაციული ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

1999- 2002 წლებში - ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;

2002 წლიდან - რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ი. ფრუმკინის სახელობის ფიზიკური ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი;

ასლან ცივაძის ხელმძღვანელობით დამუშავებულია იზოტოპების განცალკევების ახალი ექსტრაქციული მეთოდები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ეკოლოგიურად სუფთა მაღალეფექტური ტექნოლოგიური პროცესების ფიზიკა-ქიმიური საფუძვლები და სხვ.; 2003 წლიდან - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1997 წლიდან წევრ-კორესპოდენტი);

მან შექმნა კრაუნ-ლიგანდების შემცვლელი ტუტე და იშვიათი ლითონების კოორდინაციული ქიმიის სამეცნიერო სკოლა;

2012 წლიდან - დ. ი. მენდელეევის სახელობის რუსეთის ქიმიური საზოგადოების პრეზიდენტი;

 2013 წლიდან -  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და მასალათმცოდნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ჟურნალ „ელექტროქიმიის“ მთავარი რედაქტორი;

მიღებული აქვს: სსრკ მინისტრთა საბჭოს I ხარისხის პრემია (1975);

მედალი "შრომითი წარჩინებისთვის" (1986);

საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1998, ერთობლივი გამარჯვება) - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1987-1994 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - ლითონთა კოორდინაციული ნაერთები: სინთეზი-აღნაგობა-თვისება";

რსფსრ სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (2000);

ხალხთა მეგობრობის ორდენი (2000);

რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემია (2002); 

რუსეთის ფედერაცის ღირსების ორდენი (2003);

ასლან ცივაძე არის: აშშ მეცნიერებათა აკადემიის წევრი; დიმიტრი მენდელეევის სახელობის რუსეთის ქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/Цивадзе,_Аслан_Юсупович

თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.947 

საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.105 


Share: