The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გვანცა ბუცხრიკიძე

გვანცა ბუცხრიკიძე
Date of birth:10 May, 2002  (23 years)
Category:Musician

Biography

მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე დაიბადა 2002 წლის 10 მაისს, ქ. ქუთაისში. მისი მუსიკალური ცხოვრება  7 წლის ასაკში დაიწყო. სწავლობდა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის N1 სამუსიკო სკოლაში საორკეტრო განყოფილებაზე, პედაგოგ ეკა გიორგაძის კლასში.

პატარა გოგონა მალევე გახდა კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილე,  ხშირად – გამარჯვებულიც. პირველად, სწავლის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ გაიმარჯვა კონკურს ,,მომავლის ვარსკვლავებში”. შემდეგ სწავლა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში განაგრძო. ამ პერიოდში უკვე ძალიან ბევრი კონცერტი ჰქონდა ორკესტრებთან ერთად, ამ დროს დაიწყო საერთაშორისო დონის კონკურსებზე გასვლაც.

დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ გვანცა ბუცხრიკიძემ სწავლა განაგრძო თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის “ნიჭიერთა ათწლედში”.

2019 წელს მუსიკოსმა პირველი ადგილი დაიკავა საერთაშორისო კონკურსს American Protégé-ზე და გალა კონცერტი ჰქონდა ამერიკაში, „კარნეგი ჰოლში“; ამის შემდეგ ერთ-ერთმა ამერიკულმა ფონდმა მიიწვია, სადაც ქართული ნაწარმოები დაუკრა, რადგან იქ უკვე ეროვნულ ნაწარმოებზე იყო აქცენტი.

ამერიკიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა მევიოლინემ მტკიცედ გადაწყვიტა სწავლის ამერიკაში გაგრძელება, რაც არც ისე მარტივი იყო, რადგან დაფინანსებაც უნდა მოეპოვებინა. თავდაპირველად დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა, პარალელურად, სწავლობდა თბილისის ე.მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, პროფესორ მანანა ქანთარიას კლასში. ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ამერიკაში გააგზავნა თავისი ჩანაწერები და მიიღო სასიხარულო პასუხი - 80%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა ერთ-ერთ პრესტიჟულ კონსერვატორიაში, ბოსტონის „Longy school of music “-ში

ბოსტონში ერთი კვირის ჩასული იყო გვანცა, როცა მონაწილეობა მიიღო ბოსტონის ფილარმონიულ ახალგაზრდულ ორკესტრში (Boston Philharmonic Youth Orchestra)

 მისაღებ კონკურსში და გაიმარჯვა, Boston symphony hall-ში გამართული პირველივე კონცერტის შემდეგ კი გრანტიც დაუნიშნეს. ის პრველი ქართველია, ვინც ამ ორკესტრში უკრავს.

2021 წელს გვანცა ბუცხრიკიძემ გაიმარჯვა და პირველი პრემია დაიმსახურა  საერთაშორისო კონკურს „Chicago international music  competition“-ში.

მუსიკოსი ყველა საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით გამოდის.

2023 წლიდან სწავლობს ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში (Long Island Music Conservatory). .

ამავე წელს მონაწილეობდა "American international music competition"-ში საქართველო-ამერიკის სახელით, სადაც მეორე ადგილი დაიკავა.

2024 წლის შემოდგომაზე საკონკურსო მოსმენის შემდეგ  მანჰეტენის ორკესტრში სოლისტ მევიოლინედ აირჩიეს.

2025 წლის იანვარში ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრემის მფლობელი გახდა. გამარჯვებულების დაჯილდოება და გალა-კონცერტი კარნეგი ჰოლში გაიმართა, სადაც ქართველმა მევიოლინემ ოცნება აისრულა და ქართული ტრადიციული ტანსაცმლით წარდგა მაყურებლის წინაშე.

გვანცა ბუცხრიკიძეს მოსწავლეებიც ჰყავს.მართალია ჯერ მეორე კურსის სტუდენტია, მაგრამ 2024 წლიდან ლონგ-აილენდის კონსერვატორიამ ლექტორად მიიწვია.

2025 წელს გამოვიდა მევიოლინის მიერ,მანჰეტენის ორკესტრთან ერთად შესრულებული ა.ვივალდის ნაწარმოების ჩანაწერი.,ალბომის “Manhattan Moods” გაყიდვები უკვე დაიწყო Spotify-ზე და სხვადასხვა პლატფორმებზე.

ამავე წელს ქართველმა მევიოლინემ 10 წლიანი ხელშეკრულება დადო Cicerone Music and art-თან.

გვანცა ბუცხრიკიძე დაქორწინებულია. მან ამერიკაში გაიცნო ქართველი ახალგაზრდა და მალე ოჯახი შექმნა. ისიც ქუთაისელი აღმოჩნდა, მუსიკოსი არ არის, მაგრამ ხელოვნების მოყვარული და მეუღლის დიდი გულშემატკივარია.

წყარო:

https://tbiliselebi.ge/ka/news/society/ra-saotsari-mightsevebi-akvs-20-tslis-asakshi-gvantsa-butskhrikidzes-da-rogor-ekhmareba-is-nichier-akhalgazrdebs

ბუცხრიკიძე გვანცა. მე და ჩემს ქმარს ქუთაისში ალბათ გვივლია გვერდიგვერდ, მაგრამ ერთმანეთი ნიუ-იორკში შევამჩნიეთ: ინტერვიუ / ესაუბრა რუსუდან ადვაძე // სარკე. თბილისი, 2025. 12-18 თებერვალი.N6 (1412). გვ. 6-7

ქართველმა მევიოლინემ ამერიკაში პირველი ადგილი დაიკავა / მოამზადა რუსუდან ადვაძემ //სარკე. თბილისი, 2025. 29 იანვარი-4 თებერვალი.N4 (1410). გვ. 5


Share: