| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
იური მალაშხია![]()
Biographyექიმი-ნევროლოგი, მეცნიერი იური ამბერკის ძე მალაშხია დაიბადა 1928 წლის 31 დეკემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი; 1951–1953 წწ. იყო გაგრის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1954–1957 წწ. - საბჭოთა არმიის საჰაერო ძალების, ავიაპოლკის ლაზარეთის ექიმი; 1958–1962 წწ. - თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ორდინატორ–ნევროლოგი; საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "დიენცეფალურ-ვეგეტატიურ მოშლილობათა კლინიკის და მკურნალობის საკითხისათვის ქრონიკული ტონზილიტების დროს", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "T და B ლიმფოციტების დახასიათება ზურგის ტვინის სითხეში და პერიფერიულ სისხლში ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადების დროს", დაიცვა 1978 წელს, მოსკოვში და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; იური მალაშხიას სადოქტორო დისერტაციის ნაშრომმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ნეიროიმუნოლოგიის განვითარებას; 1976 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, კანადა, ჰოლანდია, იტალია და სხვ.) გამართულ სამეცნიერო კონგრესთა მუშაობაში; 1986 წლიდან ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი და კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის განყოფილების უფროსი ; იყო ნეიროიმუნოლოგიის საზოგადოებისა და ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრი (1993); მინიჭებული აქვს გრანტები: 1992 წელს იაპონიაში "სამეცნიერო ნაშრომისათვის", აშშ–ში (1994), ჯორჯსოროსის "ტრეველ" გრანტი (1995); იური მალაშხია არის ავტორი 150 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიისა და ნეირო–იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მას ეკუთვნის ორი გამოგონება და ერთი მეცნიერული აღმოჩენა: "თავ–ზურგ–ტვინის სითხის თვისება, განახორციელოს იმუნოლოგიური ზედამხედველობა ტვინის სუბარაქნოიდალურ სივრცეში"; მეცნიერი თანაავტორია "კლინიკური ნევროლოგიის განმარტებითი ლექსიკონისა" (1969); გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები რუსულ ენაზე: "ტვინის იმუნური ბარიერი" (მოსკოვი, 1986), "ადამიანის თავ-ზურგ-ტვინის სითხის იმუნოკომპეტენტური უჯრედები ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადებების დროს" (თბილისი, 1990); იყო ორი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი; დაჯილდოებული გახლდათ პ. სარაჯიშვილის პრემიითა (1995)და ,,ღირსების ორდენით“ (მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დარგში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. 1999 წ.); 2000 მსოფლიოს აღმოჩენათა ასოციაციის მიერ წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ნეიროიმუნოლოგიის დარგში; იური მალაშხია გარდაიცვალა 2000 წლის 22 ოქტომბერს, ქ. თბილისში. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/იური_მალაშხია ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბილისი, - 2000.- გვ.180; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბილისი, 2023. -გვ.480 ნობელის პრემიის ლაურეატობის პირველი ქართველი კანდიდატი ექიმი / ესაუბრა თამაზ აბულაძე] // მედინფო. - , 2000. - N7. - გვ.9 მალაშხია, იური. ქართველი მედიკოსი-ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრი : [ინტერვიუ] // საქართველოს სამედიცინო მოამბე. - 1993. - N4. - გვ.56-58
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

