| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ივანე მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიაარტილერიის ოფიცერი, სამხედრო ინჟინერი ივანე ლევანის ძე მუსხელიშვილი (მუსხელოვი) დაიბადა 1859 წლის 15 აგვისტოს. დაამთავრა ვორონეჟის მიხეილის სახელობის სამხედრო გიმნაზია, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და მიხეილის საარტილერიო აკადემია (I თანრიგით, 1887). სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1878 წლიდან; 1881 წლიდან პოდპორუჩიკად მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში; 1895 წელს მიიღო კაპიტნის, 1899 წელს პოდპოლკოვნიკის, 1905 წელს პოლკოვნიკის წოდება. მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას; 1904-1909 წწ. ხელმძღვანელობდა კავკასიის მე-2 სასწავლო საარტილერიო პოლიგონს; 1909-1914 წწ. - 39-ე საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონს; 1914 წელს მიენიჭა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება; 1914-1916 წლებში იყო ციმბირის მე-9 მსროლელთა საარტილერიო ბრიგადის მეთაური; მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). თავი გამოიჩინა 1915 წლის 3-16 მარტის ბრძოლებში სოფელ ვახთან (ახლანდ. უკრაინის ტერიტორია), რისთვისაც დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით "მამაცობისათვის" (1915); 1916-1917 წწ. იყო მე-19 საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1917 წლის აპრილიდან ირიცხებოდა დვინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში; სამხედრო კარიერის მანძილზე, ასევე, დაჯილდოებული იყი: წმ. სტანისლავის II (1902) და I (1915), წმ. ვლადიმერის III (1911) და წმ. ანას II (1905) და I (1915) ხარისხის ორდენებით; საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ ერთხანს ქართული დივიზიის არტილერიის მეთაური იყო, მერე კი თადარიგში გავიდა; გარდაიცვალა 1940 წელს. ივანე მუსხელიშვილს ცოლად ჰყავდა დარია ალექსანდრეს ასული საგინაშვილი, სოფელ მანგლისიდან. მათ სამი შვილი ჰყავდათ: ნიკოლოზი, მარგარიტა და ალექსანდრე. მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ბავშვების აღზრდა-განათლებას. მამა ვაჟებს მათემატიკისადმი სიყვარულს უნერგავდა, დედა კი ენებს ასწავლიდა. ივანეს ძმისშვილი, საქართველოს ეროვნული გმირი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი იყო ანტისაბჭოთა „სამხედრო ცენტრის“ წევრი. დახვრიტეს 1923 წელს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად. ივანე მუსხელიშვილის ვაჟი, აკადემიკოსი, მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი ნიკო მუსხელიშვილი (1891-1976), დიდად აფასებდა მამის როლს, როგორც მათემატიკის პირველი მასწავლებლისას. თავის სახელმძღვანელოს – კინეტიკის კურსს, რომელიც პირველად 1928 წელს გამოიცა, ავტორმა ასეთი წარწერა გაუკეთა: „მათემატიკის ჩემს პირველსა და საუკეთესო მასწავლებელს, ძვირფას მამას, სამხედრო ინჟინერ-ტექნოლოგს, ივანე მუსხელიშვილს ვუძღვნი ამ ნაშრომს“. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_მუსხელიშვილი Мусхелов Иван Леванович. „Русская армия в Первой мировой войне“ grwar.ru https://ria1914.info/index.php?title=Мусхелов_Иван_Леванович
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

