| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ბუბა ბასიშვილი![]()
Biographyაშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი ბუბა ბასიშვილი (Buba Basi) დაიბადა 1979 წელს, ქ. თბილისში. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, პანტომიმის ფაკულტეტი, სადაც მიიღო მიმის ხელოვნების მაგისტრის ხარისხი. 1994-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობი და ამავე დროს მასწავლებელიც. პარალელურად გამოდიოდა თეტრ „გლობუსში“, დგამდა სპექტაკლებს ილიაუნის თეატრში, 2009-2010 წწ. დააარსა და ასწავლიდა MIME სტუდია “MimArte” –ში; 2011 წლიდან იყო ექსპერიმენტული თეატრი-ლაბორატორიის მსახიობი, ტრენერი და პროდიუსერი; დადგმული სპექტაკლები: ილიაუნის თეატრში - სარა კეინი “ფსიქოზი” 4:48″ (გოგა ქაჩიბაიასთან ერთად); “სუფრის ზღაპარი” ბავშვთა სახლ “მომავლის იმედის” უსახლკარო ბავშვების მონაწილეობით; “შიში, ჩემი მეზობელი” სცენარის ავტორი/რეჟისორი/პროდიუსერი (ფესტივალი “არდიფესტი”); შესრულებული როლები: ზვიადაური – “სტუმარ მასპინძელი” (რეჟისორი: ამირან შალიკაშვილი); ეშმაკი – “სამყარო” (რეჟისორი: დავით შალიკაშვილი); მეზღვაური, ჩაპლინი, ქართველი გლეხი, მამალი, გოგირდის აბანოს კლიენტი – “კრიმანჭული ” (რეჟისორი: ამირან შალიკაშვილი); მამა – “კიდევაც დაიზრდებიან” (რეჟისორი: ამირან შალიკაშვილი); გლეხი, მედუქნე, ყარაჩოღელი – “ფიროსმანი-მეფე” (რეჟისორი: ამირან შალიკაშვილი); მეფე – “Ein stuck Vom Paradies” (რეჟისორი: ლაშა ონიანი. საარბრუკენი); თეატრი “გლობუსი” : აშ ორი – “ის იქ არის” (რეჟისორი ნინო ბერელიძე); მარტორქა – “მარტორქა” (ნინო ბერელიძე); ბავარიის ტური/ გერმანია: შოუ “Traumfabrik”’ კინო და ტელე როლები: საქართველოს ლატარიის კომპანიის რეკლამა “სულიერი ქანდაკებები”; “სოსო კოშკაძე” – სერიალი “დეტექტივები” (რეჟისორი: ლაშა ცერიაშვილი); მთავარი სახე – რეკლამა “საქართველოს ბანკი”; დეტექტივი- სერიალი “გოგონა გარეუბნიდან” (რეჟისორი: დავით ჭაბაშვილი); 2012 წლის აგვისტოში, 33 წლის ასაკში ბუბა ბასიშვილი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან კალიფორნიაში „Dellarte International School of Physical Theatre“-ში ჩააბარა და ჟან ლუი ბაროს, ჟაკ ლეკოკს, მარსელ მარსოს სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული პროგრამა დაამთავრა, როგორც საავტორო თეატრის მაგისტრმა. 2018 წელს დააარსა თეატრი Theartibus, სადაც უკვე ათზე მეტი სპექტაკლი და რამდენიმე მულტიკულტურული კოლაბორაცია განახორციელა. თავიდან მხოლოდ მსახიობობდა, შემდეგ ნელ-ნელა აითვისა ყველაფერი რაც სპექტაკლის დადგმისთვის სჭირდებიდა: რეჟისურა, პიესის დაწერა, რეკვიზიტი, დეკორაცია, კოსტუმები, თეატრის მხატვრობა, განათება, მუსიკალური გაფორმება. ისწავლა მარკეტინგის სტრატეგია, ორგანიზაციის მართვის პოლიტიკა, ბორდის მართვა, გრანტების წერა, დარბაზის დაგვა, მსახიობების მოვლა, გრიმის გაკეთება და კიდევ უამრავი წვრილმანი. ბუბა ბასიშვილს ამერიკაში სრულფასოვანი შემოქმედებითი ცხოვრება აქვს - მუდმივად ვითარდება, როგორც პანტომიმის მსახიობი, აკეთებს ვორქშოპებს, მართავს კონსულტაციებს, დგამს სპექტაკლებს, თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კორპორაციებთან, აუდიტორიას სთავაზობს სახალისო და საინტერესო შესვენების ორგანიზებას მათზე მორგებული შემეცნებით-გასართობი პროგრამებით. ქართველი მსახიობის მიერ ამერიკაში დადგმული სპექტაკლები მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობენ. ბოლო სპექტაკლებია: Zotto, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი იაპონელების საკონცენტრაციო ბანაკების ისტორიაზეა აგებული. მეორე დადგმა მისი სოლო სპექტაკლია, ეს არის ემიგრანტის ისტორია და The Bluebird ჰქვია. მესამე სპექტაკლი - Tea Time - აბსურდული პოლიტიკური ტრაგიკომედიაა, ზომიერი კლოუნადით. ბუბა ბასიშვილი თვლის რომ ამერიკული გამოცდილება ძალიან გამოადგა, მაგრამ მთავარი მაინც პროფესიის სიყვარული და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვაა: „ახალგაზრდა მსახიობებს მინდა ვურჩიო: დაივიწყეთ გამართლება! შეიყვარეთ საკუთარი თავი ისე, რომ რასაც აირჩევთ მთელი მონდომებით და ხალისით აკეთოთ, მაშინაც კი, როდესაც ყველაზე რთულია მისი კეთება. ყველაფრის მიუხედავად სულ წინ იარეთ!“, - ასე მიმართავს ქართველი არტისტი თავის კოლეგებს. წყარო: https://tbilisipost.ge/news/qartveli-profesionalebi-ukhoetshi-buba-basishvili-ashsh-shi-mkhovrebi-msakhiobi/19110 https://iliaunitheatre.ge/buba-basishvili/ ბასიშვილი ბუბა. პროფესია მსახიობი: ის, რის გამოც ცხოვრებაში თამაში ღირს: ინტერვიუ / ესაუბრა ლალი პაპასკირი // რეიტინგი. თბილისი, 2010. 15 ნოემბერი, N46 (422), გვ. 32-33
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

