The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი თარხან-მოურავი

გიორგი თარხან-მოურავი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1841
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 1911  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ახალქალაქი, საქართველო
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი (1890) გიორგი თარხან-მოურავი დაიბადა 1841 წლის 23 სექტემბერს სოფელ ახალქალაქში (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი).

სამხედრო პირი იყო მამამისიც, იორამ ლუარსაბის ძე თარხან-მოურავი (1806-1855), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილი, ლაიბგვარდიის პოლკოვნიკი. ხოლო დედა გახლდათ მართა ანდრონიკაშვილი. 

გიორგი თარხან-მოურავმა დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი. კარგად იცოდა საარტილერიო საქმე.

1860 წლიდან მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, თერგის კაზაკთა ჯარის ცხენოსანთა არტილერიაში;

მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში;

1878–1879 წლებში მუშაობდა ბერლინის კონგრესის მიერ გამოყოფილ რუსეთ-ოსმალეთის ახალი სახელმწიფო საზღვრის დამდგენ კომისიაში;

1881–1890 წლებში იყო კავკასიის სამხედრო ოლქის გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი (1890 წელს თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდებით).

სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ საქმეებში. 1890–1894 წლებში გახლდათ ქართული საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი ქ. თბილისში. 1895 წელს დაინიშნა მომრიგებელ შუამავლად გორის მაზრაში. სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებული იყო - წმინდა ანას და წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

სიცოცხლის ბოლო წლებში საქმეებს ჩამოშორდა და მეურნეობას მისდევდა თავის სოფელში.

გარდაიცვალა 1911 წლის 24 ივლისს თავის მამულში, სოფელ ერთაწმინდაში.  

დაკრძალულია სოფელ ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476

თავ. გიორგი თარხან-მოურავი [ნეკროლოგი] // თემი: ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი, 1911.

1 აგვისტო. N30. გვ. 3


გააზიარე: