| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სიმონ ჩხოტუა![]()
ბიოგრაფიაქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წარმომადგენელი სიმონ (მიხეილ) ჩხოტუა დაიბადა 1860 წელს გენერალ-მაიორ ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას (1808-1892) ოჯახში. 1883 წელს დაამთავრა მოსკოვის ალექსანდრეს სახელობის რუსეთის სამხედრო-სასწავლო დაწესებულება, რომელიც ქვეითი ჯარის ოფიცრებს ამზადებდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ბაქოს 153-ე ქვეითთა პოლკში. 1888 წელს მიენიჭა ფელდმარშალ ვორონცოვის ე. წ. კურინის 79-ე პოლკის პოდპორუჩიკის წოდება; 1895 წელს - შტაბს-კაპიტნის, ხოლო 1900 წლის მაისში კაპიტანი გახდა. 1908 წლის საბუთების მიხედვით სიმონ ჩხოტუა კურინის 79-ე ქვეითი პოლკის პოდპოლკოვნიკი იყო. ცოლად ჰყავდა ელისაბედ გიორგის ასული ტერ-არუთინოვა (1870-1949). მათ ხუთი ვაჟი ჰყადათ: გიორგი (ჟორჟი), ზურაბი, ლეონიდე (კოპა), ნიკოლოზი და ევგენი. 1909 წლის 31 მარტს სიმონ ჩხოტუამ მოკლა ოფიცერი დ. ი. იახოტნოვი, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამ დრამის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, ელისაბედი სამ მცირეწლოვან ვაჟიშვილთან ერთად აფხაზეთში გადავიდა საცხოვრებლად. ისინი ჯერ საბერიოში, საგვარეულო მამულში დასახლდნენ, შემდეგ კი ოჩამჩირეში ნათესავებთან გადავიდნენ. სიმონ ჩხოტუას ყველა ვაჟი, ევგენის გარდა, კადეტთა კორპუსში სწავლობდა. წყარო: მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.-გვ.256-257
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

