The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ევგენი ჩხოტუა

ევგენი ჩხოტუა
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1976  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

ევგენი ჩხოტუა დაიბადა 1906 წელს, სოხუმში, პოდპოლკოვნიკ სიმონ (მიხეილ) ჩხოტუას (1860-1909) ოჯახში. სამხედრო პირი იყო ბაბუამისიც, გენერალ-მაიორი ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუა (1808-1892). დედა - ელისაბედ გიორგის ასული ტერ-არუთინოვა (1870-1949) განათლებული ქალი გახლდათ, იცოდა რამდენიმე ენა - ქართული, ფრანგული, ბერძნული, რუსული და სომხური. ევგენის ოთხი ძმა ჰყავდა: გიორგი, ზურაბი, ლეონიდე და ნიკოლოზი.

ევგენი ჩხოტუა სწავლობდა კამენეცკ-პოდოლსკის (უკრაინა) ტექნიკუმში.

1933 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941-1945).

დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ქ. გაგრაში. 

1948 წელს, როგორც საუკეთესო მეციტრუსე, მიავლინეს უზბეკეთში. მუშაობდა ტაშკენტის აკადემიკოს შრედერის სახელობის მებაღეობისა და მევენახეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ციტრუსოვანი კულტურების განყოფილების უფროსად.

დაცული ჰქონდა საკანდიდატო დისერტაცია. 

ევგენი ჩხოტუა გარდაიცვალა 1976 წელს.

წყარო: 

მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.-გვ.258-259


გააზიარე: