| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მარიამ ბარნოვი-მელუა![]()
ბიოგრაფიამარიამ (მარო) ბარნოვი დაიბადა 1913 წელს, საქართველოში. ცხრა წლამდე გორში იზრდებოდა ბებიასთან. დედით ობოლი იყო. მამამისი – ნიკოლოზ ბარნოვი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლდათ. ორგანიზაციულ მუშაობას აწარმოებდა თბილისსა და გორის მაზრაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იძულებული გახდა, სამშობლოდან გახიზნულიყო. 1922 წელს პატარა მარიამმაც დატოვა საქართველო და ოჯახთან ერთად ვარშავის გავლით ჩავიდა პარიზში. იზრდებოდა კათოლიკურ პანსიონში, მაგრამ მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა და შვილებიც ამ რწმენით გაზარდა. 1936 წელს გათხოვდა ქართველ ემიგრანტზე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ მირიან მელუაზე (1903-1991), რომელიც წარმოშობით გურიის სოფელ ასკანიდან გახლდათ. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ჯერ თურქეთში გადავიდა არალეგალურად, 1924 წლის დეკემბერში კი მარსელში ჩავიდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მარსელიდან ტულუზაში გადაინაცვლა, შემდეგ სოშოში და ბოლოს პარიზში დაფუძნდა. მირიანმა და მარომ სანიმუშო ქართული ოჯახი შექმნეს. სამი შვილი ეყოლათ: ლუკა (1936-2010), მირიანი (1942-2021) და ელიკო. ლუკა მელუამ დაამთავრა ჟან–ბატისტ კოროს სახელობის ლიცეუმი სავინ სურ ორჟში და სწავლა პარიზის აერონავტიკისა და ავტომობილთა კონსტრუქციის ტექნიკურ სკოლაში განაგრძო. საინჟინრო განათლების მიუხედავად მისი ინტერესების სფერო ბევრად ფართო იყო. ხელოვნებათა და ხელობათა კონსერვატორიაში და მომარაგების უმაღლეს სკოლაში სწავლის შემდეგ აღმოსავლური ენების სკოლაში (ეხლა ინალკო) შევიდა და ჟორჟ შარაშიძისგან ისწავლა ქართული ენა. ინჟინერ მირიან მელუას კარიერა წარმატებული იყო როგორც სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულებით, ასევე საინფორმაციო საშუალებებში მოღვაწეობის თვალსაზრისით. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ კომპანიებში (IBM, Banque "Populaire", BNP Paribas), იყო საქართველოს შესახებ საინფორმაციო პორტალის "Info brèves Géorgie"-ს დამფუძნებელი, რედაქტორი და ასევე ინტერნეტ-საინფორმაციო საძიებო გვერდის colisee.org-ის ავტორი. მარიამ ბარნოვი გარდაიცვალა პარიზში, 1999 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა პანთეონში მეუღლესთან და ვაჟებთან ერთად. წყარო: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/167391 https://ka.wikipedia.org/wiki/მირიან მელუა
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

