The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კახაბერ თავზარაშვილი

კახაბერ თავზარაშვილი
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მათემატიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

კახაბერ თავზარაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი, პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი.

ჩატარებული აქვს სამეცნიერო კვლევები შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ETH-Zurich, ციურიხი, სადაც იგი გახლდათ ელექტრომაგნიტური ველებისა და მიკროტალღური ელექტრონიკის ლაბორატორიის პოსტდოქტორული მკვლევარი.

მისი ძირითადი კვლევითი ინტერესის სფეროა გამოთვლითი ელექტროდინამიკა, რიცხვითი მეთოდები და კერძოდ, პლაზმონური ნანოსტრუქტურების კომპიუტერული სიმულაცია.

გამოქვეყნებული აქვს ასამდე სამეცნიერო ნაშრომი და რამდენიმე სახელმძღვანელო.

აქვს სამეცნიერო პროექტების მართვისა და განხორციელების, აგრეთვე, პედაგოგიური (მათ შორის ინგლისურ ენაზე სალექციო კურსების წაყვანის) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ფიზიკის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

მონაწილეობდა TEMPUS-ისა და ERASMUS-ის საერთაშორისო პროექტებში.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი მრავალი ტრენინგი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კახაბერ თავზარაშვილი არის: შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი; IEEE ორგანიზაციის წევრი, 2000 წლიდან  და საქართველოს სექციის თავმჯდომარე, 2016 წლიდან; Cisco Network Academy-ის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი / თანახელმძღვანელი.

წყარო: 

https://ug.edu.ge/persons/full/601


გააზიარე: