The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლადო სამუშია

ლადო სამუშია
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ასტროფიზიკოსი ლადო სამუშია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. დაიბადა ქ. სოხუმში.

ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში. არის კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ლადო სამუშიამ ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ფიზიკის დოქტორის ხარისხი 2009 წელს K-State-უნივერსიტეტში, ბჰარატ რატრას ხელმძღვანელობით.

2014 წელს ლადო სამუშია შეუერთდა K-State-უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტს, კოსმოლოგისა და ფიზიკის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. ფაკულტეტზე გადასვლამდე, ის დიდ ბრიტანეთში, პორტსმუთის უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, ხოლო მანამდე - უფროსი პოსტდოქტორანტი, აქ: UoP კოსმოლოგია (Senior Postdoctoral Associate, at: UoP Cosmology).

ლადო სამუშია ასწავლის ფიზიკა-მათემატიკასა და ინჟინერიას ბაკალავრიატის სტუდენტებს, ასევე მაგისტრანტებს. ამასთან ერთად აწარმოებს კვლევას დაკვირვებითი კოსმოლოგიის სფეროში.

წარსულში მუშაობდა გალაქტიკათა და კვაზარების კლასტერიზაციის სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელად. მისი კვლევა გულისხმობდა გალაქტიკების განაწილების 3-განზომილებიანი რუკების გამოყენებას მიმდინარე სპექტროსკოპიული გალაქტიკური კვლევებიდან ბნელი ენერგიის თვისებების შესასწავლად. ეს დიდი მონაცემთა ნაკრებები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გრავიტაციული ურთიერთქმედებების თვისებების შესასწავლად და იმის შესამოწმებლად, არის თუ არა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობა გრავიტაციის სწორი თეორია.

ლადო სამუშიამ 2015-2020 წლებში, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მეცნიერების ოფისის ადრეული კარიერის კვლევის პროგრამის ფარგლებში, კოსმოლოგიაში მუშაობისთვის ხუთი წლის განმავლობაში 750,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

მეცნიერის ბოლოდროინდელი პროექტი, „ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული კვლევის საშუალებით ძლიერი ბნელი ენერგიის შეზღუდვები“, მიზნად ისახავს სამყაროს მაღალი სიზუსტის დაკვირვებებს და ბნელი ენერგიის თვისებების გაზომვას, რათა მეტი გავიგოთ მისი ძირითადი ბუნების შესახებ.

პროექტი კონკრეტულად ათობით მილიონი შორეული გალაქტიკის პოზიციებსა და თვისებებს გაზომავს. ასტროფიზიკოსი იმედოვნებს, რომ ამ გალაქტიკების განაწილების და მათ მიერ შექმნილი ნიმუშების სტატისტიკური ანალიზი დაგვეხმარება ბნელი ენერგიის უკეთ გაგებაში.

ლადო სამუშია ასევე მონაწილეობს ევკლიდის თანამგზავრის მისიასა და ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტის ექსპერიმენტში, რომლის დასრულების შემდეგ, ბნელი ენერგიისა და გრავიტაციის თვისებების გაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ფიზიკის პროფესორის ტიმ ბოლტონის დასკვნით: „ლადო მუშაობს თეორიულ და ექსპერიმენტულ ფიზიკასა და მაღალი ენერგიების ფიზიკასა და ასტროფიზიკას შორის საზღვრებზე. ის ჩართულია მსოფლიოში ორ ძალიან საინტერესო სამეცნიერო პროექტში, ევკლიდსა და ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიულ ინსტრუმენტში, რომლებსაც კარგი შანსი აქვთ გვითხრან რაღაც ამ ძალიან უცნაური რამის შესახებ, რომელსაც ბნელი ენერგია ეწოდება. ის ამ სფეროში ერთ-ერთი მსოფლიო ექსპერტია და ჩვენ გვიხარია, რომ ის გვყავს“, გვამცნობს მეცნიერი

წყარო: 

https://www.k-state.edu/news/newsreleases/2020-07/samushia-CAREER-award7920.html

https://www.k-state.edu/today/announcement/?id=17162

https://www.desi.lbl.gov/2023/06/09/lado-samushia/


გააზიარე: