The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი არონია

გიორგი არონია
Date of birth:24 September, 1984  (41 years)
Category:Sociologist

Biography

გიორგი არონია დაიბადა 1984 წლის 23 სექტემბერს, ქ. სოხუმში. აფხაზეთის ომის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მაშინ გიორგი ცხრა წლის იყო.

15 წლის ასაკიდან მონაწილეობდა ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფინანსდებოდა. ამ პროგრამის ფარგლებში შეისწავლა ინგლისური ენა, კომპიუტერის მოხმარება და კონფლიქტოლოგია.

ამ პროექტში ჩართული იყვნენ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე აფხაზეთში მყოფი მოზარდები. ყოველ წელს ეწყობოდა საზაფხულო ბანაკი, სადაც ქართველი ბავშვები აფხაზ თანატოლებთან ერთად ორ კვირას ატარებდნენ. ამ პროგრამის წყალობით შეიძინა გიორგიმ აფხაზი მეგობრები, რომლებსაც დღემდე ეკონტაქტება.

გიორგი არონიამ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. შემდეგ ქ. მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და ლონდონის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ევროპის სოციალური პოლიტიკის სპეციალობით.

ნიდერლანდების სამეფოში გაიცნო გიორგიმ 2007 წელს მომავალი მეუღლე და დაქორწინების შემდეგ, 2010 წლიდან ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

გიორგი არონია, ამჟამად, ქ. უტრეხტში ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრომუვსს“, რომელიც ევროკავშირის ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.

 წყარო:

აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 7-9.


Share: