| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით პაკელიანი![]()
ბიოგრაფიანეიროქირურგი დავით პაკელიანი დაიბადა ქ. სოხუმში, 1985 წლის 12 ივნისს. დევნილობამდე მშობლებთან ერთად სოხუმში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად ჩადიოდა სოფელ კამანშიც, სადაც მისი ბებია, ბაბუა და უამრავი ნათესავი სახლობდა. დათოს მამა, ზაზა პაკელიანი (1955-1993) აფხაზეთის ომის დროს იყო კამანის ასეულის მეთაური და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე 1993 წლის 5 ივლისს. მას დარჩა მეუღლე - მარინა გადილია და ორი ვაჟი დავით და ბაგრატ პაკელიანები. აფხაზეთის ომის შემდგომ წლებში დათო პაკელიანი სწავლობდა სხვადასხვა სკოლაში, მათ შორის ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ცისკარში“. სწორედ ამ პერიოდისთვის საზოგადოება „საქართველო-იტალიამ”, ბატონ ვახტანგ ესვანჯიას თაოსნობით, ჩამოაყალიბა სოციალური პროგრამა აფხაზეთიდან დევნილი და ობლად დარჩენილი ბევშვებისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში იტალიური ოჯახები, კერძოდ სიცილიელები, ყოველწლიურად, საზაფხულო არდადეგების პერიოდში ქართველ ბავშვებს მასპინძლობდნენ. მათ შორის დათო და მისი უმცროსი ძმაც იყვნენ. დავით პაკელიანმა 2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა. ჩაირიცხა პალერმოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ხოლო საკვალიფიკაციო და სალიცენზიო გამოცდების ჩაბარების შემდეგ განაგრძო რეზიდენტურა სისხლძარღვთა ქირურგიის განხრით. სწავლის პერიოდში იმყოფებოდა გერმანიისა და შვეიცარიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში, პრაქტიკისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 2017 წელს დავით პაკელიანმა პალერმოში დაამთავრა რეზიდენტურა და დაბრუნდა შვეიცარიაში, ციურიხის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც დაიწყო მუშაობა გულ-სისხლძარღვთა განყოფილების სისხლძარღვთა ქირურგად. დათო პაკელიანი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი. ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს იტალიის ქ. პალერმოში და მუშაობს გულ-სისხლძარღვთა ქირურგად. დავითის ძმა, ბაგრატი, არქიტექტორია, ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში. წყარო: აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 94-95 https://www.ganakhleba.ge/ka/objects/815
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

