The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


არდაშელ ლაცუზბაია

არდაშელ ლაცუზბაია
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1988  (38 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

არდაშელ თენგიზის ძე ლაცუზბაია დაიბადა 1988 წლის 24 იანვარს გალის რაიონის სოფელ ოქუმში. აფხაზეთი ომის შემდეგ, 5 წლის ასაკში დატოვა.

2011 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. შემდეგი ოთხი წელი მუშაობდა ქ. თბილისში, უმცროს ექიმად იაშვილის სახელობის კლინიკაში, ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

2012 წელს სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი გენეტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურაზე.

2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე წარადგინა სამაგისტრო ნაშრომი -„რეკომბინანტული მარკერებით პოპულაციური გენეტიკის სტრუკტურის შესწავლა საქართველოს რეგიონებში“, რის შემდეგაც მიენიჭა მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი გამოყენებით გენეტიკაში.

იმავე წელს, გენეტიკის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით, გაემგზავრა საზღვარგარეთ და გასაუბრების საფუძველზე ჩაირიცხა ქ. როტერდამის (ჰოლანდია) ერასმუსის სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე, გენეტიკური ეპიდემიოლოგიის სპეციალობით.

2015-2019 წლებში სწავლობდა გენტის უნივერსიტეტის (ბელგია, ქ. ბრიუსელი) სადოქტორო პროგრამაზე ჯანდაცვის მეცნიერების მიმართულებით და ლუქსემბურგის კვლევითი ფონდის დაფინანსებით მუშაობდა თემებზე, რომლებიც ეხება ადამიანის პაპილომავირუსს.

შესაბამისი სამეცნიერო და ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა ადამიანის პაპილომავირუსის ახალი გენოტიპი და განაგრძობს მუშაობას აღნიშნულ თემაზე.

არდაშელ ლაცუზბაიას უფროსი ძმაა ჰოლანდიის კვლევითი ინსტიტუტის (TNO) მეცნიერ-თანამშრომელი, ქიმიკოს-ინჟინერი რომან ლაცუზბაია.

წყარო: 

აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 79-81.


გააზიარე: