| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ეკატერინე ბუაჩიძე![]()
ბიოგრაფიასაოპერო მომღერალი ეკატერინე (კატო) ბუაჩიძე დაიბადა 2002 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში, პოეტ ანდრო ბუაჩიძისა და ფილოლოგ ნატა გუნციკიძის ოჯახში. მუსიკისადმი მიდრეკილება კატომ ადრეულ ასაკში გამოავლინა. მისი მუსიკალური გზა დაიწყო ბავშვთა ფოლკლორულ გუნდში „პატარა გეორგიკა“, რომლის შემადგენლობაშიც მან 2017 წელს ბერლინში მოიგო - Grand Prix of Nations. ეკატერინე ბუაჩიძემ 2020 წელს ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და უკვე 2022 წელს შეუერთდა Teatro dell’Opera di Roma-ს ახალგაზრდა არტისტთა პროგრამას (Fabbrica Young Artist Programme), სადაც დებიუტი ჰქონდა Kate Pinkerton-ის როლში ოპერიდან Madama Butterfly. 2022-2023 წლებში პროგრამის ფარგლებში შესრულებული აქვს ისეთი პარტიები, როგორიცაა: Flora (La Traviata), Drummer (The Emperor of Atlantis), Shepherdess (Jenůfa) და სხვა. მისმა ხმამ და სცენურმა ენერგიამ მალევე დაიპყრო საოპერო სამყარო. მომღერლის პედაგოგია - დოდო დიასამიძე. 2024/25 სეზონიდან ეკატერინე ბუაჩიძე მიუნხენის ბავარიული სახელმწიფო ოპერის წევრია, (Bavarian State Opera Studio), სადაც უკვე ასრულებს ისეთ როლებს, როგორიცაა: Glascha (Kát’a Kabanová), Sandman (Hansel and Gretel), Second Girl (The Marriage of Figaro), Annina (La Traviata). 2025 წელს ქართველი მეცო-სოპრანო მსოფლიო საოპერო კონკურსის, „ოპერალიას” გამარჯვებული გახდა. ფინალი გაიმართა 2025 წლის 26 ოქტომბერს სოფიაში (ბულგარეთი), სადაც მომღერლის მიერ ბრწყინვალედ შესრულებულმა როსინის არიამ “Nacqui all’affanno” (La Cenerentola, II აქტი) სრულიად მოხიბლა ჟიურიც და მაყურებელიც. საოპერო მომღერალთა საერთაშორისო კონკურსის "ოპერალია 2025"-ის მიზანი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენაა, ეკატერინემ მოიპოვა პირველი პრემია (ქალ მონაწილეებში) და ასევე მიიღო: Pepita Embil Prize of Zarzuela=სარსუელის ჟანრში საუკეთესო შესრულებისთვის (სარსუელა, ესპ. Zarzuela, ესპანური მუსიკალურ-დრამატული თეატრის ჟანრი) და Rolex Prize of the Audience (მაყურებლის პრიზი). „ოპერალია“ 1993 წელს მსოფლიო ბარიტონმა პლასიდო დომინგომ დააფუძნა და დღეს იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საოპერო კონკურსად ითვლება. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, „ოპერალიამ“ არაერთი უკვე ცნობილი საოპერო ვარსკვლავი გააცნო მსოფლიოს, რითაც კონკურსი საოპერო ხელოვნების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკატერინე ბუაჩიძე პირველი ქართველი მომღერალია ვინც ამ კონკურსის ფინალში მოხვდა და გაიმარჯვა. "ოპერალია", როგორც ყველზე დიდი საოპერო კონკურსი მომღერლის ახდენილი ოცნებაა. წყარო: https://marao.ge/article/44029-axalgazrda-kartveli-meco-soprano-romelmac-msoplio-daipqro-vin-aris-ekaterine-buachize/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

