The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარიამ კვაშილავა

მარიამ კვაშილავა
დაბადების თარიღი:1997  (29 წლის)
კატეგორია:არტისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე მარიამ კვაშილავა ნიუ-იორკში მოღვაწე მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც კულტურულ მეხსიერებას, პირად ნარატივსა და მატერიალურ ინტუიციას ეფუძნება. მისი მრავალშრიანი კომპოზიციები ტრადიციულ ტექნიკას თანამედროვე ფორმებთან აერთიანებს და წარსულსა და აწმყოს შორის დიალოგს ქმნის.

დაიბადა 1997 წელს, თბილისში. დამთავრებული აქვს თბილისის სენტ-ეგზიუპერის ფრანგული სკოლა. ბავ­შვო­ბი­დან­ვე ხა­ტავ­და. ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა მის­თვის მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა – ეს იყო ენა, რო­მელ­საც სწავ­ლობ­და, რათა ემო­ცი­ე­ბი, ის­ტო­რი­ე­ბი და იდენ­ტო­ბა გად­მო­ე­ცა.

ამერიკაში პირველად 14 წლის ასაკში აღმოჩნდა, როცა მამის მეგობრებმა მიიწვიეს ზაფხულის გასატარებლად. ამერიკა იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა იქაურ სკოლაში სწავლა ეცადა. მშობლების მხარდაჭერით ეს გამოუვიდა და ერთი წელი ცხოვრობდა ოჯახიდან შორს, ჯერ ნიუ იორკში, შემდეგ მინესოტაში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სწავლა ისევ ფრანგულ სკოლაში გააგრძელა. თუმცა უკვე ხედავდა, რომ აქ პიროვნული განვითარების პერსპექტივა არ იყო და მიზნად დაისახა ისევ საზღვარგარეთ წასულიყო სკოლის დასამთავრებლად.

შემდეგი გაჩერება ბრიტანეთი იყო. მარიამმა წარმატებით გადალახა პროგრამა (სამივე ტური), რომელიც ბრიტანეთის სხვადასხვა კოლეჯებში სწავლას აფინანსებდა და 16 წლის ასაკში NCN-ის სრული სტიპენდიით გაემგზავრა სასწავლებლად. 

გაერთიანებულ სამეფოში მარიამი ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ნო­ტინ­გჰე­მის კო­ლე­ჯში, A-level პროგ­რა­მა­ზე. შრომა დაუფასდა და გამოცდებზე უმაღლესი ქულა აიღო (A Star). მისმა ნამუშევრებმა ბრიტანეთში აღიარება მოიპოვა.

პარალელურად, მსოფლიო სხვადასხვა უნივერსიტეტებში აგზავნიდა თავის მონაცემებს და ბევრგან მიიღეს, მათ შორის საფრანგეთში, სორბონას უნივერსიტეტში.

მარიამს ხელოვნებათმცოდნეობა 6 წლის ასაკიდან აინტერესებდა და ამის გამო გადაწყვიტა   სწავლის გაგრძელება პან­თე­ონ-სორ­ბო­ნას (Sorbonne 1) ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე (ფრან­გულ ენა­ზე). მიუხედავად სიძნელეებისა პარიზში გადასვლა არ უნანია, რადგან სორ­ბო­ნა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა შეი­ძი­ნა -

და­სა­ბა­მი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქამ­დე, არ­ქე­ო­ლო­გი­ი­დან კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე.

მარიამ კვაშილავამ პარიზის სორბონას უნივერსიტეტში მიიღო ხელოვნების ისტორიისა და არქეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი და საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ სამი წლის შემდეგ კვლავ ამერიკაში გაემგზავრა ხელოვნების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში.

ამერიკაში გამგზავრებამე მარიამმა სოციალურ ქსელში შექმნა „ბიუთი ლაბი“, შემდეგ კი დააფუძნა სილამაზის ჯგუფი „Glam Factory“. ორივე წარმატებული პროექტი გამოდგა.

„Glam Factory“-ის შექმნის იდეა მას ჯერ კიდევ საფრანგეთში, ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის სწავ­ლის პრო­ცეს­ში გაუჩნდა.მისთვის ნა­თე­ლი გახ­და, რომ ქალი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად "არ არ­სე­ბობ­დნენ“ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში. ამან დაა­ფიქ­რა გენ­დერულ დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­ზე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და რო­დე­საც კვლე­ვა დაიწყო, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კლა­სი­კურ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში აღი­ა­რე­ბულ ხე­ლო­ვა­ნებს შო­რის ქა­ლე­ბის წილი მი­ზე­რუ­ლი იყო.

მარიამ კვაშილავას სწო­რედ ამ აღმოჩენის შემდეგ გაუჩნდა მო­ტი­ვა­ცია ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა „არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ქალი ხე­ლო­ვა­ნე­ბის ჯგუ­ფი“ – სივ­რცე, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ქალი არ­ტის­ტე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბოდ­ნენ. ჯგუფ­მა წარ­მა­ტე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია ორი ქალი ხე­ლო­ვა­ნის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას, ხოლო მათი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი მთელ პა­რიზ­ში გავ­რცელ­და.

ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მარიამს გა­ე­აზ­რე­ბი­ნა, თუ რო­გორ იბ­რძოდ­ნენ ქა­ლე­ბი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცე­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის და გადაწყვიტა დახმარებოდა ქართველ ქალებს წარმატების მიღწევაში.

ასე გაჩ­ნდა ფე­ის­ბუქ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი ქალ­თა ჯგუ­ფე­ბი: „Beauty Lab“, „Glam Factory“ და „Georgian Female Wellness“, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ქალი გა­ა­ერ­თი­ა­ნა, მათ მის­ცა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და შეც­ვა­ლა სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ის აღ­ქმა.

ამ პლატ­ფორ­მე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ქალი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ინ­ფორ­მი­რე­ბა და მათ­თვის უკე­თე­სი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა. „Glam factory"-ში გაწევრების შემდეგ ჯგუფის წევრებმა ბიზნესის კეთება დაიწყეს, განვითარდნენ და მეტი პროდუქტიც აღმოაჩინეს.

„ვფიქ­რობ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­ვი­ძი­ნო ცოდ­ნა და კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში ჩემს ქვე­ყა­ნა­საც გა­მო­ად­გე­ბა. გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, ვგეგ­მავ დაბ­რუ­ნე­ბას, რათა ჩემი უნა­რე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ასე­ვე მსურს, აქ­ტი­უ­რად მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბის­თვის უკე­თე­სი რე­ა­ლო­ბის შექ­მნა­ში... ჩემი კარიერა ამერიკაში ვითარდება, მაგრამ საქართველო ყოველთვის ჩემი ნაწილია" - ამბობს ქართველი არტისტი.

წყარო: 

https://www.ambebi.ge/article/322407-chemi-kariera-amerikashi-vitardeba-magram-sakartve/

https://womenofgeorgia.ge/მარიამ-კვაშილავა-20-წლის-პა/

https://www.mariamkvashilava.com/about

კვაშილავა მარიამ. ის, ვინც გვაერთიანებს: ინტერვიუ // ბომონდი: საინფორმაციო გასართობი ჟურნალი. თბილისი, 2022-2023. N163. გვ. 112-117

-


გააზიარე: