The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზურაბ თოდუა

ზურაბ თოდუა
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1963  (62 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პუბლიცისტი და მწერალი ზურაბ ჯუმბერის ძე თოდუა დაიბადა 1963 წლის 25 დეკემბერს, მოლდავეთის სსრ-ის ქ. შოლდანეშტში. მამა ქართველი ჰყავდა, დედა - მოლდაველი.

1986 წელს დაამთავრა კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1990-იან წლებში მუშაობდა სპეციალურ კორესპონდენტად, ხოლო შემდეგ მიმომხილველად მოლდავეთის რუსულენოვან გაზეთებში - „Панорама“ (პანორამა), „Россия“ (როსია) და „Новая газета“ (ნოვაია გაზეტა);

1991 წლიდან ზურაბ თოდუა იკვლევს პოსტსაბჭოთა სივრცეში (დსთ) არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ პრობლემებს. სპეციალიზაცია: კონფლიქტური რეგიონები და ცხელი წერტილები, ასევე რელიგიური ექსტრემიზმი;

იგი კარგად არის ცნობილი რუსულენოვან სივრცეში და ხშირად წარმოდგენილია, როგორც „რუსი“ პოლიტოლოგი; 

1998-2001 წწ. იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცივილიზაციური და რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-მუშაკი;

2002-2007 წწ. - რელიგიისა და პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი (მოსკოვი);

2010-2014 წლებში ზურაბ თოდუა იკავებდა მოლდოვის პარლამენტის დეპუტატის თანამდებობას, კომუნისტური პარტიის სიით;  2001–2005 წლებში ამავე პარტიიდან მოლდოვის პარლამენტის დეპუტატი იყო  მამამისიც, ჯუმბერ თოდუა; 

2017 წლის თებერვალში ჟურნალისტმა ოლეგ ბრეგამ თოდუა შენიშნა რუმინეთში გამართულ კორუფციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე, ქ. ბუქარესტში.

2019 წლის ივლისში იგი შეუერთდა - კოლექტიური მოქმედების პარტია - სამოქალაქო კონგრესის - დამფუძნებელ საინიციატივო ჯგუფს.

2019 წლის 8 დეკემბერს, პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, ზურაბ თოდუა აირჩიეს აღმასრულებელი კომიტეტის 17 წევრიდან ერთ-ერთად და სამოქალაქო კონგრესის რესპუბლიკური კომიტეტის წევრად. მისი მოვალეობები სამოქალაქო კონგრესის აღმასრულებელ კომიტეტში მოიცავს პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

ზურაბ თოდუა ნაყოფიერი მწერალია. მას გამოქვეყნებული აქვს შემდეგი წიგნები:

«Новая Чечено-Ингушетия» (1992), «Азербайджан сегодня» (1995), «Поединок на азиатском ковре» (1999), «Узбекистан между прошлым и будущим» (2000), «Азербайджанский пасьянс» (2001), «Экспансия исламистов на Кавказе и в Центральной Азии» (2006), «Молдавия и молдавские коммунисты. Политическая хроника переломной эпохи 1988-2008» (2009), "Провал «Альянса за Евро» (2010) და სხვა.

წყარო: 

https://ru.wikipedia.org/wiki /Тодуа,_Зураб_Джумберович

https://en.wikipedia.org/wiki/Zurab_Todua 


გააზიარე: