The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი თოდუა

გიორგი თოდუა
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

ქართული წარმოშობის რუსი დიპლომატი გიორგი ვლადიმერის ძე თოდუა დაიბადა 1964 წლის 20 ივნისს.

1990 წელს დაამთავრა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (MGIMO). იმავე წლიდან იმყოფება დიპლომატიურ სამსახურში.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და ქართულ ენებს. 

2008–2013 —წარგზავნილი მრჩეველი რუსეთის საელჩოში კოლუმბიაში;

​​2013–2014 — რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2014 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 17 ივლისამდე — რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბურუნდიში;

2020 წლის დეკემბრიდან — რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2023 წლის 14 ნოემბრიდან — რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კამერუნში;

2023 წლის 14 დეკემბრიდან 2024 წლის 14 ივნისამდე — რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკვატორულ გვინეაში (შეთავსებით);

დიპლომატიური რანგი: 1. საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, მე-2 კლასი (2012 წლის 10 თებერვალი); 2. საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, მე-1 კლასი (2017 წლის 10 თებერვალი); 3. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2024 წლის 1 აპრილი);

ჯილდოები: მედალი ორდენისა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“, მე-2 ხარისხი (2018 წლის 27 დეკემბერი) - რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი უნაკლო სახელმწიფო სამსახურისთვის; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მადლობა (2020 წლის 21 ივლისი) - რუსეთ-აფრიკის სამიტისა და ეკონომიკური ფორუმის (2019 წელს სოჭში) ორგანიზებისა და აქტიური მონაწილეობისათვის.

წყარო: 

https://ru.wikipedia.org/wiki/ Тодуа,_Георгий_Владимирович

 


გააზიარე: