The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნანა იოსელიანი

ნანა იოსელიანი
Date of birth:12 February, 1962  (64 years)
Category:Athlete

Biography

მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი ნანა იოსელიანი დაიბადა 1962 წლის 12 თებერვალს, ქ. თბილისში, მიხეილ იოსელიანისა და ნათელა ხვედელიძის ოჯახში. მშობლები მეც­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, ფი­ზი­კო­სე­ბი. ჰყავს უფროსი ძმა, რომელიც ასევე, ფიზიკოსია.

მიხეილ იოსელიანი მოყ­ვა­რუ­ლი მოჭადრაკე იყო და სახლში ხში­რად თა­მა­შობ­და. ჭად­რა­კის სვლე­ბი ნანამ მამისგან ისწავლა, ყუ­რე­ბით, მაგ­რამ მის ჭად­რაკ­ზე მიყ­ვა­ნას მშობ­ლე­ბი არ გეგმავდნენ. ბავშვი ისედაც ბევრ წრეზე დადიოდა: მუსიკა, ფორტეპიანო, ტანვარჯიში. 8 წლის ასაკში ჭადრაკის წრეზე სიარულიც მოინდომა. პირველად სულ აგებდა და ძალიან ბევრს ტიროდა. მწვრთნელების ყურადღებაც თავისი განცდებით მიიქცია, დაინახეს, რომ ბავშვს მებრძოლი ხასიათი ჰქონდა. მერე ჭადრაკმა ნელ-ნელა ყველაფერი შეჭამა. დარჩა სკოლა, ინგლისური და ჭადრაკი.

ნანა იოსელიანის პირველი მწვრთნელი ჭადრაკში გახლდათ ოთარ ალხანიშვილი. დადიოდა კლუბ "გან­თი­ად­ში“. მე­ო­რე მწვრთნე­ლი იყო ოთარ თურქესტანიშვილი - მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და და თა­ვი­სუ­ფალ დროს ჭად­რა­კის მწვრთნე­ლო­ბას ახ­მარ­და.

პირველ წარმატებას 13 წლის ასაკში მიაღწია, როცა 20 წლამ­დე გო­გო­ნებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გა­ხდა. მომ­დევ­ნო ჩემ­პი­ო­ნატ­შიც, 14 წლი­სამ, იმა­ვე წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. 16 წლის გახლდათ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე რომ გა­ვიდა, პირ­ვე­ლზე მაია ჩიბურდანიძე იყო, მე­სა­მე­ზე - ნანა ალექსანდრია. 17 წლი­ს ასაკში სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­დოს­ტა­ტის ტიტულიც მოიპოვა.

ნანა იოსელიანმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, სკო­ლის შემ­დეგ თსუ-ში, და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ენებისა და ლიტერატურის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა და მერე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და. ერთხანს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ველ არხზეც მუ­შა­ობ­და.

მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ჭადრაკშიც. ორჯერ იყო  მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის.

საჭადრაკო ოლიმპიადებზე, გუნდურ ჩათვლაში ხუთჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1980 და 1982 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1992, 1994 და 1996 წლებში კი — საქართველოს ნაკრებში), თითოჯერ კი მეორე (2002) და მესამე (1998) პრიზიორი შეიქნა.

ასევე, ის არის საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1981,1982, 1986, 1987) და გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (1978, 1979).

2001 წელს გახდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

ნანა იოსელიანი 20 წლის ასაკში დაქორწინდა ყოფილ საბჭოთა პარტიულ მოღვაწესა და მეწარმე გურამ მგელაძეზე (გარ­და­იც­ვა­ლა 2015 წელს). 21 წლის იყო, როცა შეეძინა ქალიშვილი, ნინო. ჰყავს სამი შვილიშვილი, სამივე გოგონაა. მეუღლეს კერძო ბიზნესი ჰქონდა მოსკოვშიც და ევროპაშიც.

1994 წლიდან ნანა იოსელიანი საცხოვრებლად პრაღაში გადავიდა. მაშინ საქართველოში ჭადრაკისთვის არავის ეცალა. 2002 წლამდე ჭადრაკს აქტიურად თამაშობდა ჩეხეთში და ასევე, გერმანიის „ბუნდესლიგაში“.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია და არც ნაკრები გამოუცვლია, საქართველოს ნაკრებში თამაშობდა და რამდენჯერმე გახდა მას მერე ოლიმპიური ჩემპიონი.

გერმანიაში თამაშობდა ორ კლუბში – ქალებშიც და მამაკაცებშიც.

პრაღაში საჭადრაკო აკადემიაა და იქაც თანამშრომლობდა. ბავ­შვებ­თან ლექ­ცი­ებ­ს კი­თხუ­ლობ­და და რიგ ტურ­ნი­რებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ნინომ სკოლა პრაღაში დაამთავრა, იქ ამერიკულ სკოლაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა ლონდონში განაგრძო. მერე თბილისში ჩამოვიდა და „იესემში“ სწავლობდა, ერთი პერიოდი ასწავლიდა კიდეც იქ.   

2003 წლიდან ნანა იოსელიანი აღარ იღებს მონაწილეობას ოფიციალურ ტურნირებში. ჭადრაკს სახლშიც იშვიათად თამაშობს. მეუღლესთან ერთად  დაკავებული იყო კერძო ბიზნესით, ხან ტურიზმის სფეროში, ხან – სამშენებლოში. საქართველოში იშვიათად ჩამოდის.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა იოსელიანი

https://www.ambebi.ge/article/255526-vnanob-ertze-meti-shvili-rom-ar-gavachine-ra/

https://www.radiotavisupleba.ge/a/31700744.html

იოსელიანი ნანა. კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, საჭადრაკო კარიერით: ინტერვიუ / ესაუბრა დავით ჭელიძე // საჭადრაკო სამყარო /საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. თბილისი, 2016, N 3-4 (7-8). გვ. 41-47


Share: