The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ტოჩინოშინი

ტოჩინოშინი
ოფიციალური სახელი:ლევან გორგაძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1987  (38 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

ქართველი სუმოისტი, კასუგანოს ჰეიას (სკოლის) წარმომადგენელი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დაიბადა 1987 წლის 13 ოქტომბერს.

ჭიდაობას ბავშვობიდან მისდევდა, წარმატებით გამოდიოდა, როგორც ძიუდოისტთა, ასევე სამბისტთა ტურნირებში. 2005 წელს მან გაიმარჯვა ოცწლამდელ ძიუდოისტთა ა კატეგორიის ტურნირში, რომელიც ქალაქ ბაქოში გაიმართა.

სუმოში ასპარეზობა ლევანმა 2004 წელს დაიწყო, როდესაც იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე აბსოლუტურ წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მომდევნო წელს, ტოკიოში ჩატარებულ 18 წლამდე მოასპარიზეთა შორის მსოფლიო პირველობაზე ორი ვერცხლის მედალი აიღო (პირადი და გუნდური).

დიდ სუმოში ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა, ორი წლის შემ­დეგ კი, 2008 წლის მაისში, მან მაკუუჩი ლიგის დივიზიონში (პროფესიონალური სუმოს ექვსი დივიზიონიდან უმაღლესი) წამყვან პოზიციებს მიაღწია.

2013 წლის ივლისში ტოკუსიორიუსთან გამარჯვებით დასრულებული ბრძოლის დროს დაზიანებული მუხლის გამო ტოჩინოშინი კარგა ხნით ჩამოშორდა სპორტს. იგი სუმოს მხოლოდ 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტადან (მესამე დივიზიონი) დაიწყო. 

2018 წელს ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო (იანვრის ტურნირში) 14-1 ბალანსით მოიგო და გახდა საიმპერატორო თასის მფლობელი. ამრიგად, ის გახდა მესამე ევროპელი (ბულგარელი კოტოსიუს და ესტონელი ბარუტუს შემდეგ) ვინც ამის გაკეთება შეძლო.

2018 წლის მაისში ტოჩინოშინმა მეორე ადგილი დაიკავა პრესტიჟულ ბაშოში და მხოლოდ იოკოძუნა კაკორიუს ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბაშოზე მან ყველა დროის საუკეთესო სუმოისტად აღიარებული იოკოძუნა, მონღოლი ჰაკუჰო დაამარცხა.

ნაცუ ბაშოს (მაისის ტურნირი) შედეგების გათვალისწინებით, სუმოს ასოციაციამ ტოჩინოშინს, სუმოს იერარქიაში „იოკოძუნას” შემდეგ რანგით მეორე, „ოძეკის” წოდება მიენიჭა, 30 მაისს კი ამ რანგის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალიც გაიმართა.

ტოჩინოშინი არაერთი სპეციალური პრიზის მფლობელია.

დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით (2018).

ლევან გორგაძის შიკონა (სუმოს მებრძოლის პროფესიონალური ზედმეტსახელი) შედგენილია კასუგანოს სკოლის ტრადიციული პირველი თავსართისგან — „ტოჩი“ (ნიშნავს „ცხენის წაბლს” - სკოლის მფლობელის წარმოშობის ადგილი ტოჩის პრეფექტურიდან მოდის) და „შინი“ („გული”).

ტოჩინოშინს ქრონიკულმა ტრავმებმა კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ მის­ცა და 2023 წლის მაისში მან კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

2024 წლის 4 თებერვალს ტო­კი­ო­ში, „რი­ო­გო­კუ კო­კუ­გი­კა­ნის" სა­სახ­ლე­ში ტოჩინოშინი სუმოდან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გააცილეს. თმის კვე­თის ტრა­დი­ცი­ულ ცე­რე­მო­ნი­აში, „დან­პა­ცუ-შიკ­ში“, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ლე­გენ­და­რულ­მა სუ­მო­ის­ტებ­მა მი­ი­ღეს.

კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტო­ჩი­ნო­ში­ნი ცხოვ­რე­ბას ია­პო­ნი­ა­ში აგ­რძე­ლებს, მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, იაპონელ მეუღლესთან ერ­თად, სა­ერ­თო შვილს ხა­რე­ბას ზრდის. ლე­ვან­მა ვაჟს პა­პის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. პირველი ქოწინებიდან ჰყავს ქალიშვილი -ანასტასია, რომელიც შეეძინა ნინო როსტიაშვილთან თანაცხოვრებაში.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლევან გორგაძე დიდი ენთუზიაზმით ჩა­ერ­თო ია­პო­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში – ახა­ლი კლუ­ბე­ბი­სა და სექ­ცი­ე­ბის გახ­სნა უკვე პრო­ცეს­შია.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/ტოჩინოშინი

http://sport.gov.ge/?pg=sportsman&sid=1138

https://www.ambebi.ge/article/325326-qopil-meuglestan-urtiertoba-dazabuli-makvs-rog/


გააზიარე: