| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გოჩა იაშაღაშვილი![]()
ბიოგრაფიაპიანისტი, კომპოზიტორი, მომღერალი გოჩა იაშაღაშვილი დაიბადა 1965 წლის 21 მაისს, თბილისში. წარმოშობით არის სოფელ ტაბახმელიდან, ბავშვობა იქ გაატარა. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში გამოამჟღავნა. დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით. კონსერვატორიაში არ უსწავლია. პროფესიის არჩევაზე დიდხანს იფიქრა. მე-9 კლასიდან სწავლა სამხედრო სკოლაში გააგრძელა, სადაც მიიღო საშუალო განათლების ატესტატი. ამის შემდეგ უკრაინაში ჩააბარა უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სასწავლებელში, რომელიც არ დაასრულა და 3 წლის შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. აქ ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში, სპეციალობა – შოუ რეჟისორი. დაამთავრა 1990-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ სპეციალობით არ უმუშავია. მუსიკას 14 წლიდან წერს. პირველად მისი სიმღერები საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში 1980-იან წლებში გაჟღერდა. ისინი ისეთი ცნობილი ქართველი მომღერლების რეპერტუარშია შესული, როგორებიც არიან თემურ წიკლაური, ბესო კალანდაძე, ვალერი ლომსაძე, სოფო ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვა. სიმღერები, რომლებსაც მუსიკოსი ქართულ ენაზე ქმნის, მისი საავტორო სიმღერებია, მას ეკუთვნის მუსიკაც და ტექსტიც. მოღვაწეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებში: „სხივი“ (1979-1982) - სოლო გიტარა, ვოკალი; „მზე და დედამიწა“ (1984-1987) - სიმღერების ავტორი; თეატრალური ინსტიტუტის ჯგუფი „ავანგარდი“ 91987-1988) - ვოკალისტი, როიალი, ელექტრო პიანო, სიმღერების ავტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საესტრადო ორკესტრი ( 1988-1991) - როიალი, ელექტრო პიანო, სიმღერების ავტორი; გოჩა იაშაღაშვილი 1996 წლიდან გერმანიაში, ქ. ნიურბერგში ცხოვრობს და მას იქ ფსევდონიმ „ბავარიელით“ იცნობენ. პირველად ცოლ-შვილიც თან წაიყვანა. მერე ისე მოხდა, რომ ბავშვები საქართველოში დააბრუნა, რადგან იქაური სასკოლო მენტალური აღზრდა არ მოეწონა. თავად კი დარჩა და თანამშრომლობა დაიწყო სხვადასხვა შემოქმედებით მუსიკალურ გაერთიანებასთან: ჯგუფი „ორი ძმა“ (1996-1998)- სინთეზატორი, ვოკალი, სიმღერების ავტორი; ჯგუფი „ბლუზ ბენდი“ (2000-2001) - სინთეზატორი, ვოკალი, მუსიკის ავტორი; მუსიკოსი სიმღერებს გერმანულ ენაზეც ქმნის, მაგრამ ქართული სიმღერებიგან განსხვავებით მას მხოლოდ რამდენიმე გერმანულენოვანი ტექსტი ეკუთვნის, დანარჩენ სიმღერებზე კი ტექსტები ერთ-ერთმა ბერლინელმა პოეტმა, პაოლ საიმონდმა დაწერა. გოჩა იაშაღაშვილი არის კონკურს „Neue Welle“ გამარჯვებული, ბავარიაში, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გერმანიაში ემიგრირებულთა შორის, საუკეთესო მომღერალი და კომპოზიტორი, გრან პრის მფლობელი. მუსიკოსი სისტემატურად ატარებს მასშტაბურ კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, გარდა ამისა, მღერის ქართულ რესტორანში პრივატულ კონცერტებზე. დღესდღეობით, გოჩა იაშაღაშვილს დაარსებული აქვს შემოქმედებითი გაერთიანება „ბავარიელი“, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს საკონცერტო სააგენტოს. 2012 წელს გერმანიაში გამოვიდა ბავარიელის პირველი ოფიციალური აუდიო ალბომი „ჩემი ქართული სიმღერები“. მუსიკოსს 150-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები აქვს დაწერილი, მათ შორის: შანსონი, ბალადა, ბლუზი, როკი, ჯაზ-როკი, დისკო, კლასიკური მუსიკა და სხვ.; არის მელოდიების ავტორი ფილმებისა და სპექტაკლებისთვის, მუშაობს გერმანულ მუსიკალურ გაერთიანება HDH-ში, პარალელურად, ასევე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, გახსნილი აქვს სტუდია, სკოლა და დაკავებულია მუსიკოთერაპიით. გერმანელმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მუსიკა, რომელსაც ბავარიელი ქმნის, უდიდეს პოზიტივს გამოსცემს და რელაქსაციისთვის არაჩვეულებრივია. გოჩა იაშაღაშვილის ოჯახი საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ წელიწადში ორჯერ მაინც ახერხებ ჩამოსვლას. მას სამი ქალიშვილი ჰყავს. სიმღერის ნიჭი სამივეს გამოჰყვა. ტყუპები ეკლესიაში გალობენ. მესამე გოგონა კი, უკვე, მამასთან ერთად გამოდის კონცერტებზე. წყარო: https://fortuna.ge/singer/gocha-iashaghashvili/ https://sputnik-georgia.com/20170517/gocha-iashagashvili-235993815.html იაშაღაშვილი, გოჩა. რატომ აიტაცა ინტერნეტის მომხმარებელმა "ბავარიელის" სიმღერები და რომელ ქვეყანაშია მისი შემოქმედებითი ბუმი : ინტერვიუ / გოჩა იაშაღაშვილი ; ჩაიწერა მარიკა ხიდურელმა // თბილისელები. - თბილისი, 2013. - 4-10 მარტი. - N10 (636). - გვ.47 იაშაღაშვილი, გოჩა. სად გეგმავს "ბავარიელი" 1 000-კაციანი კონცერტის გამართვას და ვისთვის დაწერა მან ბავარიის საქორწინო ვალსი : ინტერვიუ / გოჩა იაშაღაშვილი ; ესაუბრა მარიკა ხიდურელი // თბილისელები. - თბილისი, 2014. - 18-24 აგვისტო. - N33(712). - გვ.79
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

