The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ ხანთაძე

ვლადიმერ ხანთაძე
Date of birth:15 February, 1917
Date of death:31 December, 2000  (at 83 years)
Category:Sailor

Biography

საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი მუშაკი ვლადიმერ ქრისტეფორეს ძე ხანთაძე დაიბადა 1917 წლის 15 თებერვალს, ქ. ბათუმში. წარმოშობით ქუთაისიდან იყო.

დამთავრებული აქვს ბათუმის შვიდწლიანი სკოლა (1923-1930) და ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი (1930-1936);

1936-1941 წწ. იყო ოდესის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის მიმღებ-ჩამბარებელი, საქმეთა მწარმოებელი, უფროსი საქმეთა მწარმოებელი;

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ მას იზმაილის ნავსადგურში საქმიანობისას მოუსწრო, საიდანაც თადარიგის ოფიცერი ევაკუირებული იქნა და საომარი მობილიზაციის შედეგად 1941 წლიდანვე ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში მარიუპოლის ნავსადგურის სამხედრო-საზღვაო კომენდანტის რანგში;

1941-1944 წწ. მსახურობდა მარიუპოლის (ჟდანოვი), იზმაილის, ფოთის ნავსადგურებში სამხედრო-საზღვაო კომენდანტის თანამდებობაზე, ეწეოდა  ადმინისტრაციულ საქმიანობას მომარაგების დარგში (ნოვოროსიისკის, სოხუმის, ბათუმის მიმართულება);

1944 წლიდან იყო უკრაინის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს რუმინეთიდან ქონების დაბრუნების ოდესის კანტორის დირექტორის მოადგილე;

ომის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ხანთაძის მთელი ცხოვრება საზღვაო-სანავსადურო სფეროში სამეურნეო-საორგანიზაციო საქმიანობას უკავშირდება.

1957-1960 წწ. იგი გახლდათ ოდესის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსის მოადგილე "მშრალი ლიმანის" მიმართულებით;

ვლადიმერ ხანთაძე არის ჩერნომორსკის (ილიჩევსკი) საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი. მისი დამსახურებით, ილიჩევსკის პორტი უმოკლეს დროში გადაიქცა შავი ზღვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნავსადგურად. ამ ნავსადგურის უფროსი ის გახლდათ 1962-1969 წლებში, ხოლო, 1969 წლიდან საქმიანობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე;

მე-20 ს-ის 1990-ანი წლებიდან ვლადიმერ ხანთაძე იყო საქართველოს საზღვაო წარმომადგენელი ილიჩევსკის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქების საზღვაო ნავსადგურებში.

გარდაიცვალა 2000 წლის 31 დეკემბერს. დაკრძალულია ოდესაში.

დამსახურებული ზღვაოსნის ღვაწლი არაერთხელ იქნა დაფასებული  სხვადასხვა სახელმწიფო და სამთავრობო ჯილდოებით. მისი შრომითი კარიერა და ცხოვრების გზა აღწერილია წიგნში: „ილიჩევსკის  საზღვაო-სავაჭრო პორტის ისტორია“ („История Ильичевского морского торгового порта"). გამოიცა 2015 წელს.

1996 წლის 11 აპრილს ვლადიმერ ხანთაძეს მიენიჭა „ქალაქ ილიჩევსკის საპატიო მოქალაქის“ წოდება. ის იყო ამ ტიტულის პირველი მფლობელი.

2001 წლის 30 ივნისს სტროიტელნაიას ქუჩა N2-ში გაიხსნა ვლადიმერ ხანთაძის მემორიალური დაფა. მას შემდეგ, ჩერნომორსკის პორტისკენ მიმავალ ქუჩასა და შესახვევს მისი სახელი ჰქვია.

წყარო:

პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=936439439802967&id=290461841067400&set=a.342230312557219&locale=sw_KE

https://www.facebook.com/groups/324832531291435/posts/2104883349953002/


Share: