The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კონსტანტინე მინდაძე

კონსტანტინე მინდაძე
დაბადების თარიღი:1977  (49 წლის)
კატეგორია:არტისტი

ბიოგრაფია

მულტიდისციპლინარული ვიზუალ-არტისტი კონსტანტინე მინდაძე ცნობილი ჰოლანდიური არტ -საზოგადოების "Arti et Amicitiae" წევრია. იგი არაერთი საერთაშორისო ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია, როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და აშშ-ში. ცხოვრობს და მუშაობს ამსტერდამსა და თბილისში. დაიბადა 1977 წელს საქართველოში. ამსტერდამში 15 წლის ასაკში აღმოჩნდა, როცა დედამისი, ექიმი, ჰოლანდიელზე გათხოვდა.

კონსტანტინე დიზაინით იყო დაინტერესებული და რადგან ხელოვნების ამ სფეროს უკეთ გაცნობა სურდა, თავდაპირველად, ჩააბარა ამსტერდამის გრაფიკულ ლიცეუმში, შემდეგ კი გერიტ რითფელდის აკადემიაში.

ახალგაზრდა მხატვარი დიზაინში მხოლოდ რამდენიმე წელი მუშაობდა, მაგრამ ამან არ გაიტაცა და მისთვის უფრო მისაღებ ვიზუალურ ხელოვნებაზე გადავიდა - ძირითადად ხატვაზე. ეს დაახლოებით 25 წლის წინ იყო.

ბოლო წლებში კონსტანტინე მინდაძეს მეტად იცნობენ სხვადასხვა მედიუმში შესრულებული მასშტაბური ინსტალაციებით. სინთეტური სამყაროს სტრუქტურა, მენტალური და ბიოლოგიური რეაქციები, ცხოვრების ციკლი და წარმავლობა, ეგზისტენცია და დროებითობა, სიყვარული და დანაკარგები, გლობალიზაცია და ტექნოლოგიები, შიში და რელიგიები, ისტორიული ფაქტები და ხრწნის პროცესი - ის ძირითადი თემებია, რომელთა კვლევაც მისი პროექტების განმსაზღვრელია.          

ხელოვანს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ინტერნაციონალურ ჯგუფურ გამოფენაში და ავტორია მრავალი პერსონალური პროექტის - საქართველოში, ევროპასა და აშშ-ში. ამ პროექტების უმეტესობა დამთვალიერებელთან ხანგრძლივ კომუნიკაციას გულისხმობს, ისინი დროშიც ვითარდებიან, ზოგჯერ ორგანული მასალებისა თუ ქიმიური ნაერთების ტრანსფორმაციას აჩვენებენ.

მულტიმედია არტისტის პროექტს, "სიცოცხლის ფორმები-დევიაცია" (მეორე ნაწილი), 2016 წლის აპრილის დასაწყისში, თბილისში, "თიბისი გალერეამ" უმასპინძლა. ექსპოზიცია წაროადგენდა "სიცოცხლის ფორმები - წონასწორობების" გაგრძელებას და მასზე ავტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

გამოფენის იდეა კონსტანტინე მინდაძეს თავისთავად, დაუგეგმავად გაუჩნდა, მას შემდეგ რაც ბავშვობის მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა გამოფენა ტრაგიკულ შემთხვევაზე არა იყო, ის სუიციდის, როგორც "ამოუხსნელი ფაქტის" ახსნის მცდელობას წარმოადგენდა.

არტ-ობიექტების შექმნისას არტისტის ინსპირაციის წყარო ალბერ კამიუს, ფრანც კაფკას, ონორე დე ბალზაკის, თეოდორ დოსტოევსკის, დევიდ ჰიუმის, კარლ იასპერსის და შორენ კირკერგარდის შემოქმედება გახდა.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელმა იხილა გიგი ფალავანდიშვილის თანარეჟისორობით შექმნილი ფილმიც, სადაც კონსტანტინე მინდაძის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებიდან ამონარიდები იყო ნაჩვენები.

ხელოვანის ინსტალაციები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისი ნამუშევრები ასოცირდება მინიმალიზმთან და კონცეპტუალურ არტთან. სფეროები მოიცავენ აქტიურ სივრცულ და ხმოვან ინსტალაციებს, სკულპტურას, ფერწერას, გრაფიკას, ფოტოგრაფიას, აუდიო და ვიდეო არტს.

კონსტანტინე მინდაძის ნამუშევრები შეტანილია მრავალ ინტერნაციონალურ არტ კატალოგში და მათზე დაწერილია მრავალი სტატია. აგრეთვე, დაცულია სხვადასხვა კორპორაციულ და კერძო კოლექციებში.

 წყარო:

https://art.gov.ge/ge/portfolio/მინდაძე-კონსტანტინე/

https://www.facebook.com/studiokonstantinmindadze/?locale=ka_GE

https://www.interpressnews.ge/ka/article/373309-tibisi-galerea-konstantine-mindazis-namushevrebis/
მინდაძე, კონსტანტინე
.
მარსელ პრუსტის კითხვარი: [მარსელ პრუსტის კითხვარს პასუხობს მხატვარი კონსტანტინე მინდაძე] // თბილისი OUT / თბილისის კულტურული გზამკვლევი. - თბილისი, 2012. - მარტი. - N18. - გვ.98-99


გააზიარე: