The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გელა სულთანიშვილი

გელა სულთანიშვილი
Date of birth:199?
Category:Computer Scientist

Biography

ესტონეთში მცხოვრები პროგრამისტი გელა სულთანიშვილი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში.

კომპიუტერული პროგრამირებით ადრეულ ბავშვობაში, დაახლოებით  10 წლის ასაკში დაინტერესდა, თუმცა მაშინ აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო.

გარკვეული დროის შემდეგ შემთხვევით გადააწყდა პროგრამირების წიგნს (C++ In a Nutshell)  და დამოუკიდებლად შეუდგა მის შესწავლას. სწორედ აქედან დაიწყო მისი გზა პროგრამირებისაკენ.

მიუხედავად სირთულეებისა მან მაინც მოახერხა უმარტივესი პროგრამების შექმნა, მაგრამ მიხვდა, რომ აკადემიური ცოდნის გარეშე ფონს ვერ გავიდოდა.

2014 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო ფაკულტეტზე. მესამე კურსზე გაცვლითი პროგრამით წავიდა პარიზის უნივერსიტეტში, დაბრუნებისთანავე კი დაიწყო მუშაობა კომპანია MyGPS-ში.

ეს გახლდათ პირველი კომპანია, სადაც რეალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილება მიიღო. აქ შეხვდა ადამიანს, რომელმაც ასწავლა მუშაობის კულტურა, კოდის წერის სტანდარტები, კლიენტებთან კომუნიკაცია და დაეხმარა ყველა იმ უნარის გამომუშავებაში, რაც შემდგომში ძალიან გამოადგა.

გარკვეული დროის შემდეგ ახალგაზრდა პროგრამისტი გადავიდა კომპანია Alta Software-ში, სადაც ქართულ საბანკო სისტემებზე მუშაობდა. ამ კომპანიაში დასაქმებულ ინჟინრების უძლიერეს გუნდთან თანამშრომლობით დიდი გამოცდილება მიიღო. მას ანდეს საკმაოდ საინტერესო და კომპლექსური აპლიკაციის შექმნა, რამაც ისე გაიტაცა, რომ დაახლოებით 3 წლის შემდეგ გაუჩნდა სურვილი ემუშავა აპლიკაციებზე, რომელთაც ეყოლებოდათ არა რამდენიმე ათასი მომხმარებელი, არამედ რამდენიმე მილიონი.

საკუთარი პროფილიდან გამომდინარე, გელა სულთანიშვილმა განსაზღვრა, რომ მის ინტერესებს ყველაზე მეტად კომპანია Microsoft-ი ემთხვეოდა. კომპანიაში მოსახვედრად დაუკავშირდა იქ  მომუშავე ქართველებს, რომლებიც დაეხმარნენ მზადების პროცესში და დაახლოებით 3 თვიანი მომზადების შემდეგ მან წარმატებით გაიარა გასაუბრების ეტაპი და უკვე 5 წელია Microsoft-ში მუშაობს, კერძოდ - ესტონეთის ოფისში.

მუშაობის აქ დაწყების მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ ესტონეთი არის IT სექტორით მოწინავე ქვეყანა ევროპაში. აქ სახელმწიფო სერვისების 99%-ის მიღება ციფრულად არის შესაძლებელი და გარდა ამისა, ქვეყანაში ჩამოყალიბებულია ძალიან ძლიერი სტარტაპების ეკოსისტემა. ასევე,  მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ესტონეთიდან საქართველოში ჩამოსვლა რთული არ იყო და ამას გელა თითქმის ყოველ წელს, სულ მცირე, ორჯერ მაინც ახერხებს.

ძალიან რთულია ერთდროულად სამსახურისა და ქვეყნის ცვლილება, თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, გელა სულთანიშვილმა  უკან დაბრუნებაზე ფიქრი შეწყვიტა და საერთო ენა ყველა იქ მომუშავე უცხოელთან გამონახა.

Microsoft-ში ინჟინრის ცნება გაცილებით ფართოა, ვიდრე სხვა კომპანიებში. აქ ინჟინრები არ არიან დაყოფილები პროფილების მხრივ მაგალითად: Devops, Tester, Coder… არამედ, ყველას მოეთხოვება საკუთარი დავალების თავიდან ბოლომდე შესრულება.

ქართველი პროგრამისტი Microsoft-ში მუშაობს სერვისზე, რომელიც გამოიყენება Microsoft Teams-ში მითინგებისა და 1:1 ზარების განსახორციელებლად. როდესაც სერვისზე მუშაობ, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს, ცვლილების გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება მილიონობით ზარალი მიაყენოს კომპანიას. გელა სულთანიშვილი დაკისრებულ დავალებას დიდი პასუხისმგებლობით უდგება, მუშაობს სერვისის ხარისხზე, ოპტიმიზაციასა და მასშტაბირებაზე, იმ სტანდარტებით, რომელიც კომპანიას დანერგილი აქვს და წარმატებით იყენებს ათეულობით წელია.

წყარო: 

#სფიჩი #სპიჩი #speech #speechmedia #ქართველი პროფესიონალები უცხოეთში


Share: