| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით გუბელაძე![]()
ბიოგრაფიაინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, მეცნიერი დავით ოთარის ძე გუბელაძე დაიბადა 1959 წლის 14 ოქტომბერს, ქ. თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის I საშუალო სკოლა, ხოლო 1983 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში სტაჟირება გაიარა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში (1981). 1984-1988 წლებში სწავლობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში (მოსკოვი, 1984-1988). 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს - სადოქტორო დისერტაცია. 1999 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იურისტ–ეკონომისტის სპეციალობით. სამუშაო გამოცდილება: 1983–2005 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა აგრარული უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ეკოლოგის კათედრაზე; 1983-2007 წწ. - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის: ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, 1995 წლიდან პროფესორი; 1989-2005 წწ.- საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასპირანტურისა და დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი; 2005-2007 წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2007-2011 წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2011-2013 წწ. - ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2011-2014 წწ. - საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი აგროინჟინერიის დარგში; 2011-2015 წწ. - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, აგრარული და საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი; 2013-2015 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი; 2015 წლიდან- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. პარალერულად, 2019 წლიდან შეთავსებით აგრეძელებს სამეცნიერო მუშაობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მელიორაციის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 155 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 6 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო. ასევე, ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის პროგნოზირების მიზნით მან დაამუშავა მეთოდური მითითება - ,,წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებზე“, რომლებიც ძირითადად ეხება ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საკითხებს; მისი ხელმძღვენელობით მომზადებულია 2 აკადემიური დოქტორისა და 15 სამაგისტრო ნაშრომი. გარდა ამისა, დავით გუბელაძეს გამოგონებული ჰქონდა ფსკერზე მდებარე ნაწილაკის მდგრადობის განმსაზღვრელი ტექნიკური ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც შეისწავლის მაგნიტური ველის გამოყენებით კალაპოტის გარეცხვას. მეცნიერის კვლევის მიმართულებაა: მდინარის კალაპოტური პროცესების გაანგარიშების მეთოდების შესწავლა, კალაპოტური ნაკადების ჰიდროლოგიური, ჰიდრომეტრიული და ჰიდრავლიკური კრიტერიუმების დადგენა. საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო მანინგის ფორმულის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ საერთაშორისო საიუბილეო კონფერენციაზე (ვირჯინიის შტატი, აშშ, 1989). მის მიერ მიღებული მეცნიერული კვლევის შედეგები დანერგილია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტისა და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ ერთობლივ პროექტებში (1984-1994). სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ისრაელში (1995). იყო UNESCO-ს ეგიდით გამართული ადამიანისა და ბიოსფეროს EUROMAB-ის III საერთაშორისო კონფერენციის დელეგატი (ფინეთი, 1998). მონაწილეობდა დარგობრივ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (აშშ, რუსეთის ფედერაცია, ისრაელი, ფინეთი, უნგრეთი, თურქეთი და ა. შ.) დაჯილდოებულია საერთაშორისო სერტიფიკატებითა და დიპლომებით. დავით გუბელაძე იყო UNDP-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის „FAO”-ს ეროვნული კონსულტანტი. იღებდა მონაწილეობას ირიგაციის, დრენაჟის სისტემების რეაბილიტაციის საინვესტიციო პროექტების შემუშავებასა და თრეინინგში (1998). ბიბლიოგრაფია: კალაპოტური პროცესების რეგულირების საინჟინრო გადაწყვეტის მეთოდები (ავტორი). - თბილისი, 2019; სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, 2018; ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები (27-28 ივნისი, 2014) = Actual problems of development of economy and economic science : ინ-ტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნ.-პრაქტ. კონფერენციის მასალების კრებული (თანაავტორი). - თბილისი, 2014; სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ლექსიკონი = Dictionary of agriculture economics : ფრანგულ-ინგლისურ-ქართული (თანაავტორი). - თბილისი, 2007 და სხვ.; ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს წევრი; აგრარულ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმნიჭებელი პროფესორთა საბჭოს წევრი; UNESCO-სთან არსებული “ბიოსფერული ნაკრძალების” კათედრის წევრი. ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის საერთაშორისო აკადემიის “MAЭП“-ის ნამდვილი წვვრ-აკადემიკოსი და სხვ.; ჯილდოები და წოდებები: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998); საქართველოს პრეზიდენტის ახალგაზრდა დოქტორთა I ხარისხის სტიპენდია (2000); ღირსების ორდენი - საქართველოში აგრარული მეცნიერების განვითარებაში, ახალგაზრდა მეცნიერ-პედაგოგთა აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის (1998); საქართველოს კომკავშირის პრემია - ნაშრომთა ციკლისათვის „ეროზიისა და სელური ნაკადებისაგან მიწის რესურსების დაცვის ღონისძიებათა შემუშავება“ (1986). დავით გუბელაძე გარდაიცვალა 2022 წლის 22 ივნისს, თბილისში. წყარო: საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები / [რედ.: დავით გუბელაძე] ; შეადგინა...ნიკო ჯავახიშვილმა. - თბ., 1999. გვ. 39-40 https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_გუბელაძე საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბილისი, 2012. – გვ. 171 წიგნი ღირსებისა: ტ. 3 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბილისი, 2001. - გვ. 210
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

