| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსანდრე თოფჩიშვილი![]()
ბიოგრაფიამეცნიერი, მათემატიკოსი ალექსანდრე თოფჩიშვილი დაიბადა 1958 წლის 17 აპრილს, ქ. თბილისში. დამთავრებული აქვს ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა (1975) და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტი (1980). 1980 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ოპტიმიზაციის განყოფილებაში: 1980-1981 წწ. – ინჟინერ-პროგრამისტ-სტაჟიორი; 1982-1986 წწ. – ინჟინერ-პროგრამისტი; 1986-1988 წწ. – მეცნიერ–თანამშრომელი; 1990-1994 წწ. – წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან - მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი. 1983-1986 წლებში სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986-1990 წწ. ალექსანდრე თოფჩიშვილი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი; 1990-1995 წწ. - კათედრის პროფესორი. 1987 წელს მოიპოვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1994 წელს გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერის მიერ დამუშავებული მეთოდები, ალგორითმები, პროცედურები, მიდგომები და პრინციპები გამოყენებულ იქნა საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებაში. ალესანდრე თოფჩიშვილი თანამშრომლობდა ქ. ხიროსაკის უნივერსიტეტის მეცნიერების ფაკულტეტთან (იაპონია), საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის რუსეთის დაუსწრებელ ინსტიტუტთან (მოსკოვი), მარტინ ლუთერის უნივერსიტეტთან (ქ. ჰალე, გერმანია), აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტთან: ჯორჯიის (ქ. ათენი), კლემსონის (ქ. კლემსონი), ნიუ-იორკის (ქ. ბუფალო) და სხვა. პედაგოგიური საქმიანობისთვის მიწვეული იყო: აშშ-ს ტენესის (ქ. ჩატანუგა), ჯორჯიის, ჯონს ჰოპკინსისა და ბალტიმორის უნივერსიტეტებში, ასევე, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივვერსიტეტში ქ. ბუფალოში (1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში); დიდ ბრიტანეთში ლექციების წასაკითხად ეწვია პორტსმუთისა და სტრატკლაიდის (ქ. გლაზგო) უნივერსიტეტებს (1995 წლის ოქტომბერ-ნოემბერი); ბილკენტის უნივერსიტეტს თურქეთში, ქალაქ ანკარაში (1996 წლის მარტ-აპრილი და 1998 წლის მაისი); ბოსფორის უნივერსიტეტის კანდილის სახელობის მიწისძვრის კვლევით ინსტიტუტს თურქეთის ქ. ისტანბულში (1998, მაისი) და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში: აშშ, ვირჯინია, ქ. ფეიერფაქსი, 1990; ტაივანი, ქ. ტაი-პეი, 1992; გერმანია, ქ. ჰაგენი, 1995; ავსტრია, ქ. ლარსენბურგი, 1998 და სხვა.თოფ 1990 წელს აირჩიეს მრავალკრიტერიული გადაწყვეტილების მიღების საერთაშორისო საზოგადოების წევრად; იყო ოპტიმიზაციისა და მართვის თეორიების საკითხებზე ყოფილ სსრკ-ში გამართული რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი; მისი პროექტი “მრავალკრიტერიული პრობლემები განუსაზღრელობით”, თანაავტორთან ერთად დაჯილდოვდა სოროსის ფონდის გრანტით (1994-1995 და 1995-1996); 1997-1998 წწ. გახლდათ ევროგაერთიანების ტასისის პროგრამის EDGE 9501 პროექტის საქართველოს მთავარი ექსპერტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. ალექსანდრე თოფჩიშვილი არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის ორი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოსი. ამასთან ერთად მისი ოთხი ნაშრომი გამოქვეყნებულია მსოფლიოში ცნობილ ჟურნალებში. ბიბლიოგრაფია: დუალობა არასკალარული ოპტიმიზაციის ამოცანებში / მინდია სალუქვაძე, ალექსანდრე თოფჩიშვილი, ვილჰელმ მაისურაძე. - თბილისი, 2000; წრფივი დაპროგრამება : მეთოდური მითითებები. - თბილისი, 2000; სტატიკური ოპტიმიზაციის რიცხვითი მეთოდები (თანაავტორი). - თბილისი, 2001; სტატიკური წრფივი ოპტიმიზაციის საფუძვლები : დამხმარე სახელმძღვანელო - თბ., 2001 და სხვ.; საქართველოს მეცნიერების განვითარებაში სათანადო წვლილის შეტანისათვის ალექსანდრე თოფჩიშვილი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ დაწესებული მუდმივი პირველი ხარისხის სტიპენდიანტი. წყარო: საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები / [რედ.: დავით გუბელაძე] ; შეადგინა...ნიკო ჯავახიშვილმა. - თბ., 1999. გვ. 44-46
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

