The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კახი დემეტრაშვილი

კახი დემეტრაშვილი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

ინჟინერ-მექანიკოსი კახი დემეტრაშვილი დაიბადა 1964 წლის 9 სექტემბერს ქ. თბილისში;

1981 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 43-ე საშუალო სკოლა, ხოლო, 1986 წელს, წარჩინებით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით;

1987-1990 წწ. სწავლობდა სოფიის (ბულგარეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურაში. აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1990);

სხვადასხვა პერიოდში გაიარა სამეცნიერო სტაჟირება და თრეინინგი, მათ შორის:  

1986 წელს - მოსკოვის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თემა: გამოთვლითი ტექნიკა (კომპიუტერული ტექნიკა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები); 1987 წელს - მოსკოვის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თემა: ტექნოლოგიური პროცესების და წარმოების ავტომატიზაცია  და სხვ.;

1991 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;

1991-1996 წწ. - მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის - "პროგრამული მართვა მანქანათმშენებლობაში" კათედრა, ასისტენტი, დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე, კათედრის გამგე; 

1996-2006 წწ. -  მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობების და წარმოების ავტომატიზაციის" კათედრა, დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;

1994-2005 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო (დიდი) საბჭო, წევრი;

1997 წლიდან - 2012 წლის დეკემბრამდე მოღვაწეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (UNDP, WB, USAID, EU, CoE) პროგრამებში და პროექტებში,  ექსპერტად, კონსულტანტად, გუნდის ხელმძღვანელად, პროექტის მენეჯერად;

2006 წლიდან - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;

2006-2013 წწ. - სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი;

2013-2021 წწ. -  სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, "საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის" დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი;

2013 წლის იანვრიდან - 2014 წლის ივნისამდე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე; 

2014 წლის ივნისიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 

2021 წლიდან სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების" დეპარტამენტი, პროფესორი;

არის ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო, დიდაქტიკური და მეთოდური ნაშრომის ავტორი; 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ევროპისა და აშშ-ის საგანმანათლებლო ცენტრებში, მათ შორის: მოსკოვის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სოფიის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბრატისლავის ეკონომიკის ინსტიტუტი, პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელგრადის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტი, გაეროს გამოყენებითი და სისტემური ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტი (ავსტრია), გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული ცენტრი (ჩილე) და სხვ.;

მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში, ასევე,TACIS,INTAS, COPERNIKUS, WORLD BANK, UNDP-ის ეგიდით განხორციელებულ საერთაშოდისო პროგრამებსა და პროექტებში;

კახი დემეტრაშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: წარმოების კომპლექსური ავტომატიზაციის, მოქნილი ავტომატიზაციის (FMS), კომპიუტერულ-ინტეგრირებული წარმოების (CIM), კომპიუტერულ-ინტეგრირებული მართვის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICTs), ინდუსტრიული კომპიუტერული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის (E-Governance / E-Government), ელექტრონული სერვისების განვითარების, სახელმწიფო მმართველობის, საჯარო ფინანსების მართვის, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვა სფეროები;

მიღებული აქვს მრავალი დიპლომი და სიგელი;

მინიჭებული აქვს საქართველოს კომკავშირის პრემია ტქნიკის დარგში (1986);

იყო ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი მეცნიერების დარგში (1997-2000 წწ.);

ევროკავშირთან (EU), EFTA-ს ქვეყნებთან (შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ისლანდია), გაერთიანებულ სამეფოსთან (UK), გაერთიანებულ არაბთა საემიროებთან (UAE) საერთაშორისო მოლაპარაკებების (თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე) მწარმოებელი სამთავრობო კომისიის წევრი (2014-2023 წწ.);

„ღია მმართველობის პარტნიორობის - OGP“ საქართველოს მხრიდან საბჭოს წევრი (2013-2023 წწ.).

წყარო:

საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები /შეადგინა...ნიკო ჯავახიშვილმა. - თბილისი, 1999. გვ.58-59. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: