The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლევან მეტრეველი

ლევან მეტრეველი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1966  (60 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან მეტრეველი დაიბადა 1966 წლის 15 თებერვალს, ქ. თელავში. 1983 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 30-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1989 წელს, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. გახლდათ აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის სტიპენდიატი.

ლევან მეტრეველი აქტიურად იყო ჩაბმული სამეცნიერო მუშაობაში. 1989-1992 წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1993 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივის  ზემოქმედება გულის კუნთზე და მაგისტრალურ არტერიებზე“ და მოიპოვა აკადემიური დოქტორის ხარისხი მედიცინაში (PHD); 

1989 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში: 1989–1998 წწ. -  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1993-1994 წწ. - ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი; 1994-1997 წწ. - საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების გამგე; 1998-2006 წწ. - ანატომიის კათედრის დოცენტი;

1998-1999 წწ. - იაპონიის ტექ. დახმარების პროექტის კოორდინატორი; 2001-2002 წწ.- OXFAM -ის პროექტის მენეჯერი; 2002-2004 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი;

სხვადასხვა დროს იყო: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი (1994); საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი (1996);

1997 წელს გახდა ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიია მფლობელი; იყო ჯონ სმიტისა (დიდი ბრიტანეთი) და ედმუნდ. მასკის სტიპენდიატი (აშშ);

გავლილი აქვს საერთაშორისო სამეცნიერო პედაგოგიური სტაჟირება აშშ–ში, ინგლისში, იაპონიაში: სამხრეთ ვირჯინიის სამედიცინო სკოლა (ნორფოლკი, აშშ), ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, მიწვეული პროფესორი (1996, ატლანტა, ჯორჯია, აშშ), იორკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის ცენტრი - გაიარა ჯანდაცვის ეკონომიკის გაფართოებული კურსი (1998, იორკი, დიდი ბრიტანეთი), ოსაკას სამედიცინო კოლეჯი (ოსაკა, იაპონია) და სხვ.;

1996-1997 წწ. მუშაობდა სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის ანატომიის კათედრაზე (ტამპა, ფლორიდა, აშშ) მიწვეული ასისტენტის თანამდებობაზე; მონაწილეობდა სამედიცინო საერთაშორისო ფორუმებში;

ლევან მეტრეველს ქვს 25 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. ჩატარებული აქვს შემდეგი სასწავლო კურსები: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ეკონომიკა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ქცევითი მეცნიერებები და ჯანმრთელობითი განათლება, მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა.

ფლობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის ხარისხს ვიწრო სპეციალობით „გლობალური ჯანმრთელობა“ (MPH) რომელიც მან მოიპოვა 2006 წელს ემორის უნივერსიტეტის როლინსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში (ატლანტა, ჯორჯია, აშშ;

გარდა ამისა, ის არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოცდილი პრაქტიკოსი, რაც გამოიხატება მის მიერ დიდი დონორული (USAID, European Commission, UNICEF, US Embassy, The Coca-Cola Foundation, Oxfam UK, etc.) პროექტების ხელმძღვანელობაში, საერთო ბიუჯეტით 3.5 მილიონი აშშ დოლარი;

ლევან მეტრეველი მხოლოდ პროფესიული საქმიანობით არ არის დაკავებული. იგი სხვადასხვა დროს იყო: თბილისის საკრებულოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები" (2002-2004); საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამნეტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები" (2004-2008); 

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2008-2010 წწ. - რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2011-2012 წწ. კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში; 2012-2013 წწ.- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში; 

ლევან მეტრეველის სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: წყალი, სანიტარია და ჰიგიენა (WASH),გლობალური ჯანმრთელობა, სამედიცინო/ჯანმრთელობითი განათლება, ჯანდაცვის სისტემები; 

ავტორია ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა;

მეცნიერი სხვადასხვა დროს გახლდათ წევრი: ათეროსკლეროზის საერთაშორისო ასოციაციის, ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემიის, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს საზ. ჯანდაცვის კომისიის (1998-2001); საქართველოს ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივანი (1998) და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი (2001-2004);

წყარო: 

https://alte.edu.ge/ka/levan-metreveli 

https://ug.edu.ge/en/persons/full/10292

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბილისი -2015. -გვ.254;  

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბილისი, 2021. გვ.117

საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები /შეადგინა ნიკო ჯავახიშვილმა. - თბილისი, 1999. გვ.66-67.


გააზიარე: