| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
პიმენ ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიაექიმი თერაპევტი პიმენ ყურაშვილი დაიბადა 1985 წელს ქ. თბილისში, ექიმების ოჯახში. 2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 55 -ე სკოლა და იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2008 წლიდან მუშაობდა უმცროს ექიმად პედიატრიის სამეცნიერო-კვლელით ინსტიტუტში. 2009 წელს მოიპოვა GRDF - ის (Georgian Research Development Foundation) გრანტი, რითაც მიიღო დაფინანსება, იელის უნივერსიტეტში, ცნობილ მეცნიერთან, ექიმ ჰალ ბლუმენფილდთან სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. კვლევა ეხებოდა ეპილეფსიის საკითხებს. პიმენ ყურაშვილი ამ საკითხების ირგვლივ შექმნილი სტატიების თანაავტორია.იელიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა გააგრძელა უმცროს ექიმად.2014 წელს სამეცნიერო კვლევის კუთხით, მუშაობა დაიწყო ტეხასის უნივერსიტეტში, დალასში, უფროს მკვლევარად. აქ აწარმოებდა კვლევას, რომელიც ეხებოდა ინტრაკრანიალურ სისხლჩაქცევებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით დაიბეჭდა სტატია, რომლის პირველი ავტორიც თითონ იყო. სტატია გამოქვყნდა ცნობილ AHA (ამერიკის გულის ასოციაცია) ჟურნალში.ტეხასში მუშაობდა 2016 წლამდე. თბილისში დაბრუნების შემდეგ, გარკვეული ხნის განმავლობაში, ლექციებს კითხულობდა დ. ტვილდიანის სხელობის უნივერსიტეტში.2018 წელს ჩააბარა შინაგანი მედიცინის რეზიდენტურაში, კლივლენდში, წმინდა ვინსენტის საქველმოქმედო სამედიცინო ცენტრის კლინიკაში, რომელიც დაამთავრა 2021 წელს. მას შემდეგ მუშაობს შინაგანი მედიცინის სპეციალისტად წმინდა ფრენსისის სახელობის საავადმყოფოში, ჰართფორდში( კონეკტიკუტის შტატი). ამავე დროს არის კონეკტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი.ქართველ ექიმს მიღებული აქვს ამერიკის საბჭოს სერთიფიკატები: ჰოსპიტალისტი, შინაგანი მედიცინა, ამერიკის ფსიქიატრიული საბჭო (2021); შინაგანი მედიცინა, შინაგანი მედიცინა, ამერიკის საბჭო (2021);2025 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ, JC Med Clinic-თან თანამშრომლობით, უმასპინძლა აშშ-ის ლიცენზირებულ თერაპევტებს ზურაბ აზმაიფარაშვილს და პიმენ ყურაშვილს, რომლებმაც უფასო კონსულტაცია გაუწიეს პაციენტებს.პიმენ ყურაშვილი მართალია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მაგრამ ჩართულია საქართველოში მიმდინარე პროცესებში, არის საზოგადოება ქართულის წევრი და აქტიურად მონაწილეობს ქართულ ტელეარხებზე გამართულ დისკუსიებში სამშობლოში მიმდინარე ყოველდღიურ პრობლემებზე. წყარო: https://www.trinityhealthofne.org/provider/pimen-kurashvili-md-internal- medicinehttps://www.facebook.com/media/set/?vanity=usmdprogram&set=a.1003852708411798
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

