| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გივი ყურაშვილი![]()
Biographyექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გივი ყურაშვილი დაიბადა 1954 წლის 23 ნოემბერს ქ. ქუთაისში. 1977 წელს დაამთავრა ქ. ვინიცის (უკრაინა) ნ.ი. პიროგოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი; 1977-1978 წწ. იყო ექიმი-ინტერნი; 1978-1981 წწ. - ექიმი-ორდინატორი რკინიგზის კლინიკური საავადმყოფო N 4, ულან-უდე, რუსეთი; 1981-1982 წწ. - უფროსი ლაბორანტი; 1983-1987 წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1990 წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნ.ი. პიროგოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრობლემური ლაბორატორია, ვინიცა, უკრაინა; საკანდიდატო დისერტაცია - "Компонентный состав массы верхней конечности и факторы, его регулирующие", დაიცვა 1987 წელს, ქ. კიევში (უკრაინა); 1990 წ. - ქ. თბილისის სამკურნალო დიაგნოსტიკური კოოპერატივი “კარდიოლოგი”: ექიმი თერაპევტ-აკუპუნქტურისტი; 1990 – 1998 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის კათედრის თანამშრომელი; 1998 – 2006 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი / მედიცინის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის კათედრა, დოცენტი; სამეცნიერო წოდება დოცენტი (ასოცირებული პროფესორი) – 1999 წლიდან; 2006- 2014 წწ. - სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი (გორი); 2007 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისში, ავერსის კლინიკაში: ოჯახის ექიმი; გივი ყურაშვილი ავტორია: ასამდე სამეცნიერო ნაშრომის (რეგიონალური, რესპუბლიკური, საერთაშორისო), 4 გამოგონების, 80 რაციონალიზატორული წინადადების და 4 მეთოდური რეკომენდაციის. ფლობს ჩინური მედიცინის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს. მიღებული აქვს საკავშირო "ВОНРИ"-ის სიგელი, საკავშირო მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კომიტეტის “გამოგონებებისა და აღმოჩენების” მიერ გაცემული სამკერდე ნიშანი "Изобретатель СССР" (1988), საკავშირო "ВОНГЭ"-ს I ხარისხის დიპლომი (1990). არის ავერსის კლინიკის გამარჯვებული ჟურნალ “საექიმო პრაქტიკისs“ კონკურსში (2008) და ნომინაციაში “ყველაზე სრულყოფილი ისტორიის ავტორი” (2011), ასევე, რუსეთის "РОАНГЭ"-ს წევრი. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბილისი, 2000.- გვ.301 https://tsamali.ge/eqimi/givi-yurashvili/terapevti
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

