The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კატერინა დემეტრაშვილი

კატერინა დემეტრაშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 2003  (23 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ქართული წარმოშობის ჩეხი პოლიტიკოსი კატერინა (კატია) დემეტრაშვილი დაიბადა 2003 წლის 5 აპრილს ამერიკაში, ტეხასში, ქართველი მშობლების ოჯახში. ერთი წლის იყო, როცა პრაღაში გადავიდნენ საცხოვრებლად. არის ამერიკისა და ჩეხეთის მოქალაქე, ჩეხეთის მეკობრეთა პარტიის წევრი. კატერინამ პრაღაში დაამთავრა გიმნაზია, ასევე, მუსიკალური უმაღლესი სკოლა და ჩაირიცხა  კარლის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს ის გახლდათ „ახალგაზრდა მეკობრეების“ თავმჯდომარის მოადგილე. "ახალგაზრდა მეკობრეებს" კატერინა 2021 წელს შეუერთდა. პარტიის საბჭოში მას პასუხისმგებელობა ეკისრებოდა ახალწვეულების მოზიდვასა და ინტეგრაციაზე. ამ პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა საინფორმაციო კამპანიებსა თუ ორგანიზაციის მენეჯმენტში და მოახერხა “ახალგაზრდა მეკობრეების” წევრთა რაოდენობის 40 %-ზე მეტით გაზრდა.. 2025 წლის ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში კატერინა დემეტრაშვილი აირჩიეს დეპუტატთა პალატის წევრად. ამასთან ერთად, ის არის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ვიცე-თავმჯდომარე. 22 წლის პოლიტიკოსი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტში ჩეხეთის "მეკობრეთა პარტიის" მანდატით მოხვდა. ის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია, რომელიც 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში "მეკობრეთა პარტიიდან" აირჩიეს. კატერინა დემეტრაშვილი არჩევნებში, თავდაპირველად, პრაღის სიაში მე-7 ნომრად იყო წარდგენილი. თუმცა, ამომრჩეველთა პირადი ხმების (ე.წ. kroužkování) წყალობით, მან დიდი წარმატება მოიპოვა და ჩეხეთის პარლამენტში მოხვდა. "არ ველოდი ასეთ შედეგს. ამ მანდატს უდიდესი მოკრძალებით ვიღებ მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს, ვინც ჩემ გვერდით დადგა. მინდა დავანახო საზოგადოებას, რომ ახალგაზრდები არ არიან უუნაროები, როცა საქმე ქვეყნის მართვას ეხება,“ — განაცხადა კატიამ გამარჯვების შემდეგ.დეპუტატი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებში დეპრესიის, შფოთვისა და მარტოობის პრობლემებს. პრესაში წერენ, რომ კატერინა დემეტრაშვილი არის "ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომელიც აერთიანებს სიბრძნეს და ახალგაზრდულ გულწრფელობას", ხოლო სლოვაკური მედია მას უწოდებს "ახალგაზრდა მეკობრეს, რომელიც პოლიტიკაში შემოიტანს ემპათიასა და მენ¬ტა¬ლურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.“მიუხედავად იმისა, რომ კატერინა დემეტრაშვილი საქართველოში არ გაზრდილა მისი გვარი და ოჯახის ისტორია კრემლის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ცოცხალი მაგალითია. "თუ მკითხავენ, ვინ ვარ, პასუხი რთულია. ჩეხეთში გავიზარდე, მაგრამ ჩემში ყოველთვის არის საქართველოს ნაწილი,“ - ამბობს პოლიტიკოსი. სწორედ ქართული წარმომავლობის გამო, კატერინას ოჯახს პირადად აქვს განცდილი რუსეთის აგრესია, რამაც განსაზღვრა მისი ძლიერი პროდასავლური პოზიცია. გოგონას ბაბუა, მამის მხრიდან მფრინავი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. იგი ერთი წლის წინ გარდაიცვალა და ნათესავის თქმით, კატერინა ბაბუის გასვენებაში საქართველოში ჩამოვიდა. კატიას მამის ბრძოლის გზაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით დაიწყო. ის იცავდა ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან 1993 და 2008 წლებში, ამიტომ, 2022 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მან კვლავ იარაღი აიღო ხელში. იგი სნაიპერია და უკრაინაში ქართული ლეგიონის რიგებში იბრძვის. ახალგაზრდა პოლიტიკოსის თქმით მამამისმა არ იცოდა, რომ ის ჩეხეთის პარლამენტში კენჭს იყრიდა.კატერინას მშობლები ამჟამად დაშორებულები არიან, მაგრამ დედამისი, რომელიც ქართველი ებრაელია. კონტაქტს ინარჩუნებს როგორც საქართველოში მცხოვრებ ნათესავებთან, ასევე ემიგრანტ დედამთილთან, რომელიც იტალიაში ცხოვრობს. 

 წყარო:
https://www.ambebi.ge/article/333348-pirveli-kartveli-kali-chexetis-parlamentshi-vin-a/https://ka.wikipedia.org/wiki/კატერინა_დემეტრაშვილიhttps://bm.ge/news/vin-aris-tsarmoshobit-qartveli-katerina-demetrashvili-romelits-chekhetis-parlamentis-tsevri-gakhda


გააზიარე: