The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


უშანგი გოჯიაშვილი

უშანგი გოჯიაშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2007  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

სამთო ინჟინერი უშანგი ივანეს ძე გოჯიაშვილი დაიბადა 1933 წლის 4 ნოემბერს. დაბა თიანეთში.

1957 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი;

1957-1965 წწ. მუშაობდა დონბასში (უკრაინა) შახტების მშენებლობაზე;

1965-1986 წწ. - ენგურჰესის მშენებლობაზე;

1973 წელს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება;  

1976 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული ინჟინერი;

1981-1986 წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი;

1986-1988 წწ.  - საქართველოს საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილე;

1988-1997 წწ.  - "თბილმეტრომშენის" გენერალური დირექტორი;

1997-2000 წწ.  - "თბილმეტრომშენის" უფროსის მოადგილე და "თბილმეტრომშენის" ეკატერინბურგის ფილიალის ხელმძღვანელი;

1988 წელს მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია;

1993 წელს - საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება), სახელმძღვანელოს შექმნისათვის “შახტა-ლაბორატორია: უმაღლესი სკოლის სასწავლო-საწარმოო ბაზის ახალი ფორმა”;

1997 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (№ 403)  დაჯილდოვდა ღირსების ორდენით: საქართველოში ჰიდროტექნიკური მიწისქვეშა და სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საინჟინრო კადრების თანამედროვე დონეზე მომზადებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

2000 წლიდან მუშაობდა რუსეთში, ქ. სოჭში N 44 საგვირაბო რაზმის მთავარ ინჟინრად, 2003 წლიდან ამავე რაზმის მთავარ ტექნოლოგად და გენერალური დირექტორის მრჩევლად (2000-2003).

2003 წელს დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო მშენებლობის საპატიო მედლით;

უშანგი გოჯიაშვილი იყო 8 გამოგონების ავტორი, ზოგი მათგანი დაინერგა ენგურჰესის მშენებლობაზე. გამოქვეყნებული ჰქონდა 20-მდე სამეცნიერო ტექნიკური ხასიათის სტატია.

გარდაიცვალა 2007 წელს ქ. სოჭში.

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბილისი, 2012. – გვ.133 

საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.91-92

https://ka.wikipedia.org/wiki/უშანგი_გოჯიაშვილი


გააზიარე: