The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთევან კუპატაძე

ქეთევან კუპატაძე
Date of birth:197?
Category:Philologist

Biography

ამერიკაში მცხოვრებმა ესპანური ენისა და ლიტერატურის პროფესორმა ქეთევან კუპატაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა, ესპანური ენის  მიმართულებით (1992-1996). არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ესპანეთით ბავშვობიდან დაინტერესებული იყო, განსაკუთრებით კი მაგიური რეალიზმის ლიტერატურა იზიდავდა.

მაგისტრის ხარისხი ქეთევანმა ამერიკაში მიიღო, სადაც 1996 წელს გაემგზავრა და ჩაირიცხა ჯორჯიის სახელმწიფო (Georgia State) უნივერსიტეტში. ეს იყო რთული პერიოდი, რადგან უკვე დაქორწინებული იყო და ორი წლის შვილი ყავდა, თუმცა საბედნიეროდ, დიდი მხარდაჭერა ჰქონდა როგორც ოჯახისგან, ასევე უნივერსიტეტის პროფესორებისგან, რომლებიც ზრუნავდნენ საერთაშორისო სტუდენტებზე.

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ფილოლოგმა ესპანური ენისა და ლიტერატურის შესწავლა ემორის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში გააგრძელა. აქ პირველად გაეცნო ენის სწავლების პრაქტიკას - სტუდენტებისთვის ესპანურის სწავლებამ მისი  დამოკიდებულება უცხო ენის სწავლის მიმართ მთლიანად შეცვალა. ახალბედა პედაგოგი გამოცდილებამ მიახვედრა, რომ ენის სწავლა სწავლება მხოლოდ გრამატიკა და ლექსიკა არ იყო, ეს იყო კულტურების შეხვედრა და ადამიანის მსოფლმხედველობის გაფართოება.

2007 წელს ემორის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ქეთევან კუპატაძემ ელონის (Elon) უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, სადაც ამჟამად Associate Teaching Professor-ის პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ ენის კურსებზე სწავლებასთან ერთად, მან შექმნა რამდენიმე კურსი, რომლებიც აკავშირებს ენას და ლიტერატურას სოციალურ საკითხებთან. მაგალითად, "რასა, კლასი და სქესი ესპანურენოვან მსოფლიოში", "კოსმოპოლიტური ლათინური ამერიკა", "სიღარიბე და სოციალური სამართლიანობა", "სტუმართმოყვარეობა პოლიტიკაში, საზოგადოებასა და ლიტერატურაში" და სხვა. ეს კურსები სტუდენტებს ეხმარება იმის გაგებაში, რომ ლიტერატურა არ არის მხოლოდ გართობის ფორმა, ის ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესების დანახვისა და გათვითცნობიერების საშუალებაცაა.

ზოგიერთი კურსის სწავლების დროს ქეთევანს სტუდენტები საზღვარგარეთ მიჰყავს: ესპანეთსა და მაროკოში, პერუში, ჩილესა და პატაგონიაში. ეს პროგრამები არ არის ტურისტული ვიზიტები - სტუდენტები ღრმად სწავლობენ ამ ადგილების ისტორიას, კულტურას და ადგილობრივ ხალხთან ურთიერთობენ. ეს იმის საშუალებაა, რომ თეორიული ცოდნა რეალურ გამოცდილებად გადაიქცეს, ახალგაზრდებმა იმოგზაურონ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიის მიღმა და გაეცნონ განსხვავებულ ცხოვრებისეულ წესებს, განსხვავებულ მსოფლმხედველობებს რათა მეტი პატივისცემა გამოუმუშავდეთ მათ მიმართ.

ქეთევან კუპატაძეს ღრმად სწამს სტუდენტებთან თანამშრომლობითი სწავლების. მისმა მუშაობამ ამ მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. თანამშრომლობითი სწავლება ნიშნავს, რომ სტუდენტები არ არიან მხოლოდ ცოდნის მიმღები, ისინი არიან ცოდნის შექმნაში აქტიური მონაწილეები. ამ მეთოდოლოგიას პედაგოგი ასწავლის მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ხოლო კვლევები ამ თემაზე გამოქვეყნებული აქვს მაღალი რეიტინგის ჟურნალებში. იგი  ასევე, არის Teaching and Learning Inquiry ჟურნალის ასოცირებული რედაქტორი, რაც საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.

ამჟამად ქეთევანი მუშაობს იმაზე, რომ ლათინური ამერიკის უნივერსიტეტები უფრო აქტიურად ჩაერთონ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საერთაშორისო კვლევებში.

პროფესორ ქეთევან კუპატაძეს, დღესდღეობით, ქართულ აკადემიურ სფეროსთან რეგულარული კავშირი არ აქვს, თუმცა დაინტერესებულია იმით, რომ ქართულ უნივერსიტეტებში დამკვიდრდეს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ის მეთოდები, რომლებიც ამერიკაში ძალიან ეფექტურია. ეს არ არის რაღაც უცხოური “გამოცდილების შემოტანა” - პირიქით, ეს შეიძლება იყოს ორმხრივი სწავლების პროცესი, სადაც უცხოელებიც ბევრს ისწავლიან ქართული უნივერსიტეტების გამოცდილებიდან.

წყარო:

#სფიჩი #სპიჩი #speech #speechmedia #ქართველი პროფესიონალები უცხოეთში  


Share: