The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


პეტრე სურგულაძე

პეტრე სურგულაძე
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1931  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სტამბოლი, თურქეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პეტრე როსტომის ძე სურგულძაე დაიბადა 1877 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჩიბათში. 1894 წელს დაასრულა თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო ინსტიტუტი და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. იყო ქუთაისის სათავადაზნაური პროგიმნაზიის გამგე–მასწავლებელი, შემდეგ თბილისის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა ისტორიას. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იაკობ გოგებაშვილთან. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1909-1919 წელბში ჟურნალ „ერის“, 1913-1914 წლებში კი ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ რედაქტორი იყო.

პეტრე სურგულაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ჟენევაში „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ შექმნაში, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებაში. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში (1917 წლის 19 ნოემბერი), დამოუკიდებლობის აქტის შედგენაში.

პეტრე სურგულაძე იყო ეროვნული საბჭოს, პარლამენტის და დამფუძნებელი კრების დეპუტატი. ნაშრომები აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების, ქართული ენისა და მწერლობის, ასევე სხვა მრავალი ეროვნული პრობლემის შესახებ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921 წწ.) პეტრე სურგულაძე  ასრულებდა დიპლომატიურ მისიას როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების მიზნით. მონაწილეობდა მესხეთის, აჭარის, საინგილოს პრობლემების მოგვარებაში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლიდან ემიგრაციაშია. 10 წელი ცხოვრობდა სტმბოლში და 1931 წელს იქვე გარდაიცვალა.

წყარო:

1. . ჭუმბურიძე, დოდო. პეტრე სურგულაძე // ისტორიული პორტრეტები : წერილები / დ. ჭუმბურიძე; რედ.: ო. ჯანელიძე. - თბ., 2012. - გვ.474.


გააზიარე: