The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
დახმარება
ბიოგრაფიის შემოთავაზება

ბიოგრაფიის შემოთავაზება

ბიოგრაფიის შემოთავაზება შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი. სასურველია ეს ნაშრომი (წიგნი, სტატია) იძებნებოდეს ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგებში http://www.nplg.gov.ge/ec/.

ბიოგრაფიის შევსებისას ან რედაქტირებისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა შემოთავაზება გადამოწმდება.

 

ბიოგრაფიის შევსების წესი

შესავსები არეები

ძირითადი
ბიოგრაფია
წევრობა
ჯილდოები
ბიბლიოგრაფია
კონტაქტები
ფოტო
თქვენს შესახებ

 

ტერმინოლოგია

შესავსები არე

შესავსები არე შეიცავს ერთ ან მეტ შესავსებ ან ამოსარჩევ ველს. შევსების წესი მოცემულია არეების აღწერაში.

განმეორებადი არე

ზოგ შემთხვევაში, როდესაც მიეთითება ერთნაირი ტიპის რამდენიმე ინფორმაცია, არე შეიძლება იყოს განმეორებადი (მაგალითად სხვა სახელის ან ბიბლიოგრაფიის შემთხვევაში).

განმეორების შემთხვევაში მეორდება შესატანი არეს ყველა ველი.
ახალი არეს დასამატებლად გამოიყენება ღილაკი [+] (დაემატება მიმდინარე არეს შემდეგ).
უკვე არსებული არეს (მიმდინარე) წასაშლელად გამოიყენება ღილაკი [–].

არეს დასახელების გვერდით, კვადრატულ ფრჩხილებში, მოცემულია განმეორებადი არეების რაოდენობა.

სახელის ინვერსიული ფორმა

ინვერსიული ფორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნების სახელში ზუსტად არის დადგენილი, თუ რომელია გვარი და რომელი სახელი (სახელის ნაწილს არ წარმოადგენს ტიტული, წოდება და მსგავსი).

სახელის ინვერსიული ფორმით ჩაწერისას იწერება ჯერ გვარი და შემდეგ სახელი, გვარი და სახელი ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით (,).

მაგალითად: დუმბაძე, ნოდარ; დოჩანაშვილი, გურამ; მორჩილაძე, აკა.

 

აღნიშვნები

(*) - ძახილის ნიშნით მონიშნული არე აუცილებელად უნდა შეივსოს.

[+] - პლიუსით მონიშნული არე განმეორებადია (იხილეთ განმეორებადი არის განმარტება).

 

ძირითადი

TOP| ძირითადი |კანონიკური სახელი (*)

კანონიკური სახელი წარმოადგენს პიროვნების სახელს, რომლითაც ის ცნობილია საზოგადოებაში. ეს შეიძლება იყოს ოფიციალური სახელი და გვარი, ფსევდონიმი, სასულიერო სახელი ან სხვა არაოფიციალური სახელი.

არაოფიციალური სახელის მითითების შემთხვევაში ოფიციალური სახელი და გვარი ჩაიწერება ოფიციალური სახელის არეში.

შევსების წესი

  • აუცილებლად უნდა შეივსოს (მინიმუმ 2 სიმბოლო).

ოფიციალური სახელი და გვარი

ოფიციალური სახელი და გვარი ჩაიწერება ინვერსიული ფორმით.

ნოდარ დუმბაძე ჩაიწერება როგორც [ დუმბაძე, ნოდარ ] გურამ დოჩანაშვილი ჩაიწერება როგორც [ დოჩანაშვილი, გურამ ]

არაოფიციალური სახელი

  • თუ შედგება სახელისა და გვარისგან - ჩაიწერება ინვერსიული ფორმით.

    შიო მღვიმელი ჩაიწერება როგორც [ მღვიმელი, შიო ]
    ოფიციალური სახელის არეში ჩაიწერება [ ქუჩუკაშვილი, შიო ]
    აკა მორჩილაძე ჩაიწერება როგორც [ მორჩილაძე, აკა ]
    ოფიციალური სახელის არეში ჩაიწერება [ ახვლედიანი, გიორგი ]
  • თუ არ შედგება სახელისა და გვარისგან - ჩაიწერება პირდაპირი ფორმით, ისე, როგორც თვითონ პიროვნება მოიხსენიებს.

    ვაჟა-ფშაველა ჩაიწერება როგორც [ ვაჟა-ფშაველა ]
    ოფიციალური სახელის არეში ჩაიწერება [ რაზიკაშვილი, ლუკა ]
    უიარაღო ჩაიწერება როგორც [ უიარაღო ]
    ოფიციალური სახელის არეში ჩაიწერება [ თათარიშვილი, კონდრატე ]

 

TOP| ძირითადი |ოფიციალური სახელი

ჩაიწერება პიროვნების ოფიციალური (საერო) სახელი და გვარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონიკური სახელის არეში მითითებულია არაოფიციალური სახელი.

შევსების წესი

ოფიციალური სახელი და გვარი ჩაიწერება ინვერსიული ფორმით.

ნოდარ დუმბაძე ჩაიწერება როგორც [ დუმბაძე, ნოდარ ] გურამ დოჩანაშვილი ჩაიწერება როგორც [ დოჩანაშვილი, გურამ ]

 

TOP| ძირითადი |დამატება სახელზე

ჩაიწერება ნებისმიერი დამატება სახელზე, რომელიც წარმოადგენს სახელის განუყოფელ ნაწილს და იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას. ეს შეიძლება იყოს წოდება, ტიტული, თანამდებობა ან სხვა სახის განმარტება (მაგალითად: თავადი, დოქტორი, მღვდელი, და სხვ.).

შევსების წესი

შესაძლებელია ჩაიწეროს რამდენიმე დამატება სახელზე. ამ შემთხვევაში ყოველი მათგანი ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით (,).

[ პრინცი ] [ დოქტორი, უფროსი ]

 

TOP| ძირითადი |სხვა სახელი [+]

ჩაიწერება პიროვნების სხვა სახელი ან სახელის განსხვავებული ფორმა, რომელიც არ არის მოცემული კანონიკური სახელის ან ოფიციალური სახელის არეებში. ეს შეიძლება იყოს:

  • ფსევდონიმი - გამოგონილი ან ალტერნატიული სახელი, რომლითაც პიროვნება თავის ნამდვილ სახელს ცვლის.
  • კოლექტიური ფსევდონიმი – რამდენიმე პიროვნების ან ავტორთა კოლექტივის მიერ გამოყენებული საერთო ფსევდონიმი.
  • შემოკლებული ფორმა – სახელის ან გვარის შემოკლებული ფორმა.
  • სასულიერო სახელი
  • შეცვლილი სახელი – ოფიციალური სახელი ან გვარი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შეცვალა პიროვნებამ (მაგალითად, გვარი ქორწინებამდე).

თუ სახელი მოცემულია სხვა ენაზე, დამატებით შესაძლებელია მიეთითოს სახელის დამწერლობის ფორმა და ენა.

შევსების წესი

არე განმეორებადია და შედგება ოთხი ველისგან:

  • სხვა სახელი

    ჩაიწერება პიროვნების სხვა სახელი ან სახელის განსხვავებული ფორმა. დაზუსტებული გვარი და სახელი ჩაიწერება ინვერსიული ფორმით (იხილეთ სახელის ინვერსიული ფორმის განმარტება).

  • განმარტება

    ჩამოსაშლელი სიიდან ამოირჩიეთ სახელის შესაბამისი განმარტება, ან დატოვეთ ცარიელი (–––), თუ სიაში არ არის მოცემული შესაბამისი განმარტება.

  • დამწერლობა

    ჩამოსაშლელი სიიდან ამოირჩიეთ სხვა სახელის ველში ჩაწერილი სახელის შესაბამისი დამწერლობა.

  • ენა

    ჩამოსაშლელი სიიდან ამოირჩიეთ სხვა სახელის ველში ჩაწერილი სახელის ენა.

 

TOP| ძირითადი |სქესი

მიეთითება პიროვნების სქესი.

  • მამრობითი
  • მდედრობითი
  • განუსაზღვრელი – თუ პიროვნების სქესი უცნობია.

 

TOP| ძირითადი |დაბადების თარიღი

მიეთითება პიროვნების დაბადების ზუსტი ან მიახლოებითი თარიღი.

შევსების წესი

არე შედგება სამი ველისგან:

  • რიცხვი

    ჩამოსაშლელი სიიდან აირჩიეთ პიროვნების დაბადების თარიღის შესაბამისი თვის რიცხვი.
    თუ რიცხვი უცნობია, ველი დარჩება შეუვსებელი (–––).

  • თვე

    ჩამოსაშლელი სიიდან აირჩიეთ პიროვნების დაბადების თარიღის შესაბამისი თვე.
    თუ თვე უცნობია, ველი დარჩება შეუვსებელი. ამ შემთხვევაში რიცხვი არ მიეთითება.

  • წელი

    ჩაიწერება პიროვნების დაბადების წელი ან წლის ის ნაწილი, რომელიც ცნობილია.
    თუ წელი მიახლოებით არის ცნობილი, დარჩენილი ნაწილი შეივსება კითხვის ნიშნებით (?). დასაშვებია მხოლოდ ბოლო ორი ციფრის შეცვლა კითხვის ნიშნით (მაგ. 194?, ან 19??, ან 8??).
    თუ წელი უცნობია, ველი დარჩება შეუვსებელი, ამ შემთხვევაში თვე და რიცხვი არ მიეთითება.

მაგალითები:

[ 14 ] [ ივლისი ] [ 1928 ]
ცნობილია ზუსტი თარიღი – 1928 წლის 14 ივლისი.
[ ––– ] [ ივლისი ] [ 1928 ]
ცნობილია მხოლოდ წელი და თვე – 1928 წლის ივლისი.
[ ––– ] [ ––– ] [ 1928 ]
ცნობილია მხოლოდ წელი (ზუსტად) – 1928.
[ ––– ] [ ––– ] [ 192? ]
ცნობილია მხოლოდ მიახლოებითი წელი – 192?.
[ ––– ] [ ––– ] [ 19?? ]
ცნობილია მხოლოდ საუკუნე – მეოცე საუკუნე.
[ ––– ] [ ––– ] [ 8?? ]
ცნობილია მხოლოდ საუკუნე – მეცხრე საუკუნე.

 

TOP| ძირითადი |გარდაცვალების თარიღი

მიეთითება პიროვნების გარდაცვალების ზუსტი ან მიახლოებითი თარიღი.

გარდაცვლილი პიროვნებისთვის აუცილებლად უნდა მიეთითოს ზუსტი ან მიახლოებითი თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგულისხმება, რომ პიროვნება ცოცხალია.

შევსების წესი

ველების რაოდენობა და შევსების წესი იგივა, რაც დაბადების თარიღისთვის.

 

TOP| ძირითადი |დაკრძალვის ადგილი

მიეთითება პიროვნების დაკრძალვის ადგილი. დასაზუსტებლად დასაშვებია მიეთითოს მდებარეობა (ქალაქი, რეგიონი, ქვეყანა).

შევსების წესი

ველში ჩაიწერება დაკრძალვის ადგილი. დაზუსტების შემთხვევაში მდებარეობა გამოიყოფა მძიმით.

[ მთაწმინდის პანთეონი, თბილისი ] [ დონის მონასტერი, მოსკოვი, რუსეთი ] – არჩილ II

 

TOP| ძირითადი |კატეგორია

პიროვნების პროფესიისა და საქმიანობის მისათითებლად გამოიყენება წინასწარ განსაზღვრული კატეგორიები, რომლებიც დალაგებულია ანბანის მიხედვით.

შევსების წესი

პიროვნების საქმიანობიდან გამომდინარე მოინიშნება შესაბამისი ერთი ან მეტი კატეგორია.

[ ] - ინჟინერი
[x] - ისტორიკოსი
[ ] - იურისტი
[ ] - მსახიობი
[x] - მწერალი
[ ] - მხატვარი
[ ] - პედაგოგი
პიროვნება არის ისტორიკოსი და მწერალი.

მონიშნული კატეგორიების რაოდენობა და კატეგორიების საერთო რაოდენობა მითითებულია სიის თავში (შესავსები არის დასახელების გვერდით).

კატეგორია [2/77]
მონიშნულია 2 კატეგორია 77–დან.

სიის ბოლის მოცემულია იმ კატეგორიების ჩამონათვალი, რომლებიც მონიშნულია ამჟამად.

ისტორიკოსი, მწერალი
კატეგორიაში მონიშნულია ისტორიკოსი და მწერალი.

კატეგორიების სრული ჩამონათვალი

  1. ანთროპოლოგი
  2. ანიმატორი
  3. არტისტი
  4. არქეოლოგი
  5. არქიტექტორი
  6. ასტროლოგი
  7. ასტრონომი
  8. ბიბლიოგრაფი
  9. ბიბლიოთეკარი
  10. ბიზნესმენი
  11. ბიოლოგი
  12. გამომგონებელი
  13. გეოგრაფი
  14. გეოლოგი
  15. დიდგვაროვანი
  16. დიზაინერი
  17. დიპლომატი
  18. დირიჟორი
  19. დრამატურგი
  20. ეთნოლოგი
  21. ეკონომისტი
  22. ენათმეცნიერი
  23. ექიმი
  24. თანამდებობის პირი
  25. თეოლოგი
  26. ინჟინერი
  27. ისტორიკოსი
  28. ისტორიული პირი
  29. იურისტი
  30. კომპიუტერის სპეციალისტი
  1. კომპოზიტორი
  2. კრიტიკოსი
  3. ლიტერატურათმცოდნე
  4. მათემატიკოსი
  5. მეზღვაური
  6. მექანიკოსი
  7. მეცნიერი
  8. მეწარმე
  9. მთარგმნელი
  10. მკვლევარი
  11. მოდელი
  12. მომღერალი
  13. მოქანდაკე
  14. მოცეკვავე
  15. მსახიობი
  16. მუსიკოსი
  17. მუშა
  18. მფრინავი
  19. მწერალი
  20. მწვრთნელი
  21. მხატვარი
  22. ნოველისტი
  23. პალეონთოლოგი
  24. პედაგოგი
  25. პოეტი
  26. პოლიტიკოსი
  27. პოლიტიკური ლიდერი
  28. პოლიტოლოგი
  29. პრეზიდენტი
  30. პუბლიცისტი
  1. ჟურნალისტი
  2. რეჟისორი
  3. რკინიგზელი
  4. საზოგადო მოღვაწე
  5. სამეფო ოჯახის წევრი
  6. სამოქალაქო უფლებების დამცველი
  7. სამხედრო პირი
  8. სასულიერო პირი
  9. სატელევიზიო სახე
  10. სახალხო გმირი
  11. სოფლის მეურნეობის მუშაკი
  12. სოციოლოგი
  13. სპორტსმენი
  14. სცენარისტი
  15. ტექნოლოგი
  16. ტოპოგრაფი
  17. ფიზიკოსი
  18. ფილანთროპი
  19. ფილოლოგი
  20. ფილოსოფოსი
  21. ფინანსისტი
  22. ფოლკლორისტი
  23. ფოტოგრაფი
  24. ფსიქოლოგი
  25. ქიმიკოსი
  26. ქორეოგრაფი
  27. წმინდანი
  28. ხელოვნებათმცოდნე
  29. ხელოვნების მუშაკი
  30. ჰუმანიტარი

 

ბიოგრაფია

TOP| ბიოგრაფია |პიროვნების ბიოგრაფია

ჩაიწერება პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემები დაბადებიდან დღევანდელ დღემდე ან გარდაცვალებამდე. დასაშვებია სხვა არეში შევსებული ზოგიერთი ინფორმაციის გამეორება.

 

წევრობა

TOP| წევრობა |ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი [+]

მიეთითება ორგანიზაცია, ასოციაცია, ჯგუფი ან გაერთიანება, რომლის წევრიც არის პიროვნება.

შევსების წესი

არე განმეორებადია და შედგება ოთხი ველისგან:

  • ორგანიზაციის დასახელება

    ჩაიწერება ორგანიზაციის, ასოციაციის, ჯგუფის ან გაერთიანების დასახელება.
    აუცილებლად უნდა შეივსოს თუ ივსება არის რომელიმე ველი.

    [ საქართველოს მწერალთა კავშირი ] [ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია ] [ საქართველოს ლეიბორისტული პარტია ]
  • წლიდან

    მიეთითება წელი, როდესაც პიროვნება გახდა ამ გაერთიანების წევრი.
    თუ წელი მიახლოებით არის ცნობილი, დარჩენილი ნაწილი შეივსება კითხვის ნიშნებით (?) ოთხ სიმბოლომდე. დასაშვებია მხოლოდ ბოლო ორი ციფრის შეცვლა კითხვის ნიშნით.

    [ 199? ] – თუ გაწევრიანების წელი მიახლოებით არის ცნობილი.
  • წლამდე

    მიეთითება წელი, როდესაც პიროვნება გამოვიდა გაერთიანებიდან.
    თუ წელი მიახლოებით არის ცნობილი, დარჩენილი ნაწილი შეივსება კითხვის ნიშნებით (?) ოთხ სიმბოლომდე. დასაშვებია მხოლოდ ბოლო ორი ციფრის შეცვლა კითხვის ნიშნით.

    [ 199? ] – თუ გამოსვლის წელი მიახლოებით არის ცნობილი.
  • როლი

    ჩაიწერება, თუ რა როლი უკავია, ან ეკავა გაერთიანებაში.

    [ წევრი ] [ პრეზიდენტი ] [ თავმჯდომარე ]

 

ჯილდოები

TOP| ჯილდოები |ჯილდოები, პრემიები და პრიზები [+]

ჩაიწერება ჯილდოების, პრემიების და პრიზების ჩამონათვალი, რომლებიც ოდესმე აქვს მიღებული პიროვნებას თავისი საქმიანობის ან მოღვაწეობის პერიოდში.

შევსების წესი

არე განმეორებადია და შედგება ხუთი ველისგან:

  • ჯილდო ან პრემია

    ჩაიწერება ჯილდოს, პრემიის ან პრიზის დასახელება.
    აუცილებლად უნდა შეივსოს თუ ივსება არის რომელიმე ველი.

    [ საბა ] [ თბილისის საპატიო მოქალაქე ]
  • კატეგორია / ნომინაცია

    მიეთითება კატეგორია ან ნომინაცია, რომელშიც მიენიჭა პრემია.

    [ წლის საუკეთესო პიესა ]
  • წელი

    მიეთითება წელი, როდესაც მიენიჭა პრემია.
    თუ წელი მიახლოებით არის ცნობილი, დარჩენილი ნაწილი შეივსება კითხვის ნიშნებით (?) ოთხ სიმბოლომდე. დასაშვებია მხოლოდ ბოლო ორი ციფრის შეცვლა კითხვის ნიშნით.

    [ 199? ] – თუ წელი მიახლოებით არის ცნობილი.
  • რისთვის მიიღო

    მიეთითება იმ ნამუშევრის დასახელება, რის გამოც მიიღო პრემია.

    [ ნოემბრის წვიმა : მოთხრობების კრებული / ნუგზარ შატაიძე. - ქ. თბილისი : ავტორისეული, 2004. - 392გვ. ]
  • შენიშვნა

    ჩაიწერება დამატებითი შენიშვნა.

    [ ნომინანტი ] [ ერთობლივი ჯილდო ]

მაგალითი:

ჯილდო ან პრემია
[ საბა ]
კატეგორია / ნომინაცია
[ წლის საუკეთესო რომანი ]
წელი
[ 2005 ]
რისთვის მიიღო
[ სანტა ესპერანტა : 36 რჩეული რომანი / აკა მორჩილაძე. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2004. - 857გვ. ]

 

ბიბლიოგრაფია

TOP| ბიბლიოგრაფია |ბიბლიოგრაფია [+]

ჩაიწერება პიროვნების მიერ ან მისი ხელშეწყობით გამოქვეყნებული მასალის ჩამონავალი, მათი მონაცემები და პიროვნების როლი (ავტორი, რედაქტორი, მთარგმნელი და სხვა).

შევსების წესი

არე განმეორებადია და შედგება ცხრა ველისგან:

  • სათაური

    ჩაიწერება ნაწარმოების, ნაწილის, სტატიის, ან სხვა სახის ნამუშევრის ძირითადი სათაური (დასახელება).
    აუცილებლად უნდა შეივსოს თუ ივსება არის რომელიმე ველი.

  • სათაურის სხვა ინფორმაცია

    ჩაიწერება სათაურის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აზუსტებს მასალის შინაარსს.

    [ რომანი ] [ ქიმიის სახელმძღვანელო ]
  • მოთავსებულია

    ეს ველი შეივსება მხოლოდ ნაწილის ან სტატიის შემთხვევაში, როდესაც ნამუშევარი ცალკე არ არის გამოცემული. ასეთ შემთხვევაში ამ ველში ჩაიწერება იმ გამოცემის მონაცემები, რომელშიც არის მოთავსებული ეს ნამუშევარი.

  • გამოცემის ადგილი

    ჩაიწერება გამოცემის ადგილი (ქალაქი).

  • გამომცემლობა

    ჩაიწერება გამომცემლობის დასახელება.

  • წელი

    ჩაიწერება გამოცემის წელი.

  • გვერდები

    ჩაიწერება ნამუშევრის გვერდების რაოდენობა ან დიაპაზონი.
    თუ ნამუშევარი ცალკეა გამოცემული, მაშინ მიეთითება გვერდების საერთო რაოდენობა.

    [ 142გვ. ] – თუ ნამუშევარი ცალკეა გამოცემული.

    თუ ნამუშევარი წარმოადგენს ნაწილს ან სტატიას, მაშინ მიეთითემა ის გვერდი ან გვერდების დიაპაზონი, რომლებზეც მოთავსებულია ეს ნამუშევარი. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეივსოს ველი მოთავსებულია.

    [ 98–106გვ. ] – თუ ნამუშევარი წარმოადგენს ნაწილს და მოთავსებულია სხვა გამოცემაში.
  • ISBN

    ჩაიწერება გამოცემის ISBN-ი (მხოლოდ ნომერი).

  • პიროვნების როლი

    ჩამოსაშლელი მენიუდან მიეთითება პიროვნების როლი (დამოკიდებულება) ამ ნამუშევართან.
    თუ როლი უცნობია ან არ არის მოცემული ჩამონათვალში, მაშინ ველი დარჩება შეუვსებელი (–––).

მაგალითი:

მაგალითისთვის მოყვანილია ალქსანდრე ტაბატაძის ლექსების კრებული:
ისე ახლოს ხარ : ლექსები / ალქსანდრე ტაბატაძე. - ქ. თბილისი : დროშა, 1984. - 47გვ.

სათაური
[ ისე ახლოს ხარ ]
სათაურის სხვა ინფორმაცია
[ ლექსები ]
გამოცემის ადგილი
[ თბილისი ]
გამომცემლობა
[ დროშა ]
წელი
[ 1984 ]
გვერდები
[ 47გვ. ]
პიროვნების როლი
[ ავტორი ]

 

კონტაქტები

TOP| კონტაქტები |საკონტაქტო ინფორმაცია [+]

ჩაიწერება პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია (სახლის, სამსახურის, გამომცემლობის ან სააგენტოს). ინფორმაცია შეიძლება იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, ან დაფარული (ინფორმაციის ნახვა შეეძლება მხოლოდ რედაქტორს).

არის შევსებისას აუცილებლად უნდა შეივსოს ერთ–ერთი ველი: მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა ან ვებ საიტი.

შევსების წესი

არე განმეორებადია და შედგება შვიდი ველისგან:

  • კავშირი

    ჩამოსაშლელ მენიუში მიეთითება, თუ რა საკონტაქტო ინფორმაციაა შესავსები. ეს შეიძლება იყოს სახლის, სამსახურის, გამომცემლობის ან სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია.

  • საყოველთაოდ ხელმისაწვდომი

    მოინიშნება, თუ ინფორმაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფორმაციის ნახვა შეეძლება მხოლოდ რედაქტორს.

  • ორგანიზაციის დასახელება

    შეივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიეთითება ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია (სამსახური, გამომცემლობა ან სააგენტო).

  • მისამართი

    მიეთითება პიროვნების ან ორგანიზაციის მისმართი.

    [ თბილისი, მუხიანის IVა მ/რ, კ.12, ბ.34 ]
  • ტელეფონი

    მიეთითება პიროვნების ან ორგანიზაციის საკონტაქტო ტელეფონი. საერთაშორისო ნომრის მითითების შემთხვევაში, წინ აუცილებლად უნდა დაემატოს ქვეყნის კოდი.

    [ +995 (32) 123–456 ]
    +995 – ქვეყნის კოდი. კოდის წინ აუცილებლად იწერება პლიუსი (+).
    (32) – ქალაქის ან სატელეფონო ქსელის კოდი. აუცილებლად მიეთითება ფრჩხილებში.
    123–456 – ტელეფონის ნომერი. შეიძლება ჩაიწეროს ტირეების გარეშე (12–34–56, ან 123456)

    შესაძლებელია მიეთითოს რამდენიმე ტელეფონის მომერი. ამ შემთხვევაში ყოველი მათგანი ერთმანეთისგან გამოიყოფა წერტილ–მძიმით (;).

    [ +995 (32) 123–456; +995 (32) 234–567 ]
  • ელ.ფოსტა

    მიეთითება პიროვნების ან ორგანიზაციის საკონტაქტო ელ.ფოსტა.

    შესაძლებელია მიეთითოს რამდენიმე ელ.ფოსტა. ამ შემთხვევაში ყოველი მათგანი ერთმანეთისგან გამოიყოფა წერტილ–მძიმით (;).

    [ user@posta.ge; user@yahoo.com ]
  • ვებ საიტი

    მიეთითება ვებ საიტის მისამართი. http:// მითითება არ არის აუცილებელი.

    [ www.example.com ] [ www.example.com/mypage/ ]

 

ფოტო

TOPფოტო

ასატვირთ ფოტოზე გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ავტორი.

  • დასაშვებია აიტვირთოს მხოლოდ JPG ფორმატის ფაილი მაქსიმალური ზომით 1 მეგაბაიტი.
  • რეკომენდირებული ფოტოს ზომაა 195x260px ან მეტი.

 

ინფორმაცია თქვენს შესახებ

TOPინფორმაცია თქვენს შესახებ

ჩაიწერება ინფორმაცია იმ პიროვნების შესახებ, (სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი) ვინც აგზავნის ბიოგრაფიის შემოთავაზებას ან აკეთებს რედაქტირებას.

ეს ინფორმაცია ანონიმურია და გამოიყენება ხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად.