გერმანული კულტურის ინსტიტუტი
დამატების თარიღი: 2012-10-05 18:54:00

თბილისის გერმანული კულტურის ინსტიტუტისა (გოეთეს ინსტიტუტი) და ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზის მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისადმი გაწეული დახმარება:

1. ჰუმბოლდტის სახელობის სამკითხველო დარბაზის მიერ დაკავებული ადგილის რემონტი, 2001 წელს;
2. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისათვის გერმანულენოვანი წიგნების რეგულარული ჩუქება;
3. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკის ფონდის გერმანული ჟურნალ-გაზეთებით ყოველთვიური შევსება ;
4. საბიბლიოთეკო სფეროში  სპეციალური მოსამზადებელი და სასწავლო ღონისძიებების ჩატარება:  საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის ქ. დრეზდენის საქალაქო ბიბლიოთეკის დირექტორის, ბ-ნ დოქტორ ფლემინგის სემინარები; ენის  ასამაღლებელ კურსებზე ქართველ ბიბლიოთეკართა გერმანიის ბიბლიოთეკებში ყოველწლიური სტაჟირება და სამუშაო პრაქტიკის მიღება;  თბილისის გოეთეს სახელობის ინსტიტუტში ენის კურსის გავლა;ჰუმბოლდტის სახელობის სამკითხველო დარბაზსა და გოეთეს  ინსტიტუტის საინფორმაციო ცენტრში ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა უფასო სტაჟირება;
5. ქვემო საქსონიის ქ. გიოტინგენის სამხარეო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისათვის ფოლკსვაგენის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით  ექვსი კომპიუტერისა და 20 000 ევროს ღირებულების 84 CD-ROM-ის საჩუქრად გადაცემა;
6. გოეთეს ინსტიტუტის მიერ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ჰუმბოლდტის სახელობის დარბაზის მკითხველთათვის ახალი კომპიუტერის შეიძინა , რომელშიც განთავსებული იქნება სამკითხველო დარბაზისა და საინფორმაციო ცენტრის ელექტრონული კატალოგები და ჩაირთული იქნება ინტერნეტი.




 

სოციალური ქსელი:
 
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ